ქალთა ფონდი საქართველოში პირველი ადგილობრივი გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფების საქმიანობასა და ინიციატივებს საქართველოში.

 

ქალთა ფონდის მისიაა ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვავანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.


ქალთა ფონდის ხედვაა ძლიერი, თანასწორუფლებიანი, აღიარებული და ბედნიერი ქალი – თავისაუფალ, უსაფრთხო, სამართლიან სამყაროში.

 

ქალთა ფონდი საქართველოში დაფუძნდა 2005 წლის 24 მაისს, საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, რომელსაც მესამე სექტორში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება გააჩნია შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარება, საგანმანათლებლო პროგრამები მთიან რეგიონებში, კვლევითი და საინფორმაციო საქმიანობა, ქალთა ჯგუფების გაძლიერება http://ecdc.gol.ge

 

ქალთა ფონდის პრიორიტეტები: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა უფლებები, ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების დახმარება, კანონებისა და რეფორმების (საკანონმდებლო ინიციატივების) მხარდაჭერა, ქალთა გათვითცნობიერება გენდერულ საკითხებზე, საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება ქალთა საკითხებისადმი, ქალთა მოძრაობის განვითარების მხარდაჭერა.

 

ფონდის საქმიანობა საგანგებოდ ქალთა რთული და მრავალგვარი პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული და რეალურად აძლევს საშუალებას ქალთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს განახორციელონ თავიანთი მიზნები. ფონდი ხელს უწყობს ქალთა ახალი ორგანიზაციების დაფუძნებასა და ნოვაციების დანერგვას, ქალთა ინიციატივების პროგრამულ და სტრატეგიულ განვითარებას სოციალური ცვლილებებისათვის. ფონდი ნათლად წარმოაჩენს ქალთა პრობლემებს და უშუალოდ დაკავებულია ფანდრაიზინგით ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების სასარგებლოდ