2009 წლის I საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

 

1. პროექტის სათაური: "ერთი დღე მეცნიერების გარეშე და მასთან ერთად"
ორგანიზაცია: "მეცნიერი ქალები მეცნიერი ქალების ინტერესებისათვის"
რეგიონი: თბილისი
პროექტის დირექტორი: ნინო თომაშვილი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
საგრანტო თანხა: 1.500 ევრო (3.251,10 ლარი)

პროექტი მიმართულია მეცნიერების სფეროში ტრადიციული ანდროცენტრულობისა და სექსიზმის წინააღმდეგ _ ქართველი ფილოსოფოსი ქალების მნიშვნელოვანი წვლილი ფილოსოფიური აზრის განვითარებაში უცნობია ფართო საზოგადოებისათვის და მათი შემოქმედება სათანადოდ არ არის დაფასებული. პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურათა სერია "მეცნიერი ქალი", კერძოდ, ოთხი ფილოსოფოსი ქალის მოღვაწეობის ამსახველი ოთხი პუბლიკაცია.

 

2. პროექტის სათაური: "ყველაფერი ჩვენს შესახებ"
ორგანიზაცია: სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე
რეგიონი: თბილისი
პროექტის დირექტორი: ლია ჯაყელი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
საგრანტო თანხა: 1.550 ევრო (3.251,10 ლარი)

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქალთა აქტივიზმისა და ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ, რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ქალთა ჯგუფებისა და ქალების საქმიანობის პოპულარიზაცია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მომზადდა ინტერაქტიულ გადაცემათა ციკლის "ყველაფერი ჩვენს შესახებ" 4 გადაცემა და გადაიცა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის "XII არხი" პირდაპირი ეთერით.

 

3. პროექტი: "ქალები და განვითარება: უფლებები, რეალობა და პერსპექტივა".
ორგანიზაცია: ქალები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის
რეგიონი: შიდა ქართლი, გორი
პროექტის დირექტორი: მარინა სამადაშვილი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
საგრანტო თანხა: 1.476 ევრო (2.594,94 ლარი)

პროექტი გულისხმობს იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებების, ინტერესებისა და აქტივობის ხარისხის ამაღლებას, საზოგადოების მხრიდან დევნილ ქალთა პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას შემდეგი ღონისძიებების საშუალებით: კონფერენცია „ქალები და განვითარება: უფლებები, რეალობა და პერსპექტივები", პრაქტიკულ-საკონსულტაციო სემინარი "კონფლიქტი ქალების თვალით" და მრგვალი მაგიდა „ქალთა ორგანიზაციების როლი საზოგადოებაში".

 

4. პროექტი: "8 მარტი - მითი თუ რეალური დღესასწაული?!"
ორგანიზაცია: "საქართველოს ჟურნალისტ ქალთა ასოციაცია"
რეგიონი: თბილისი
პროექტის დირექტორი: ნანა ლომიძე
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
საგრანტო თანხა: 1.480 ევრო (2.774,27 ლარი)

პროექტი მიმართულია ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიის, ფუნქციისა და დემოკრატიულ პროცესებში ქალთა როლის წარმოჩენისაკენ, ფართო საზოგადოებისათვის საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიისა და იდეოლოგიის გაცნობისაკენ. პროექტის ფარგლებში გამოიცა სტატიების კრებული „8 მარტი - მითი თუ რეალური დღესასწაული?!", რომელშიც შევიდა სხვადასხვა დროის დოკუმენტები და პუბლიკაციები.

 

5. პროექტის სათაური: "გენდერული თანასწორობა-თანაბარი შესაძლებლობები ქალთათვის"
ორგანიზაცია: "იმედი"
რეგიონი: ზუგდიდი, სამეგრელო
პროექტის დირექტორი: ქრისტინე კილანავა
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
საგრანტო თანხა: 1.237 ევრო (2.681,07 ლარი)

პროექტის მიზანია გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტმა მოიცვა სამეგრელოს რეგიონის 7 ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თემებზე _ "ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი: ქალთა მიღწევები და პრობლემები", ასევე სამოქალაქო ფორუმი «გენდერული თანასწორობა-თანაბარი შესაძლებლობები ქალთათვის» ქ. ზუგდიდში, 8 მარტს. პროექტი გაშუქდა «ათინათის» რადიო-ეთერით (2 რადიო გადაცემა).

 

6. პროექტის სათაური: "დღე, რომელიც არ დაგვავიწყდება!"
ორგანიზაცია: საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის
რეგიონი: თბილისი
პროექტის დირქტორი: მანანა ღამბაშიძე, ბაია რომელაშვილი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
საგრანტო თანხა: 1.490 ევრო (2.904,32 ლარი)

პროექტის ფარგლებში 8 მარტს ორმოცი ქალისთვის დევნილთა კომპაქტური დასახლებიდან (წეროვანიდან) მოეწყო ერთდღიანი აქცია, რაც გულისხმობდა მათ მომსახურებას სილამაზის სალონში, სადილს კაფეში, მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენაზე დასწრებას და შეხვედრას მსახიობებთან.

 

7. პროექტის სათაური: "ქალი"
ორგანიზაცია: საინიციატივო ჯგუფი
რეგიონი: თბილისი
პროექტის დირექტორი: დალი კუპრავა
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
საგრანტო თანხა: 1.440 ევრო (3.121,06 ლარი)

პროექტის მიზანია ქალთა საკითხის ფართო აუდიტორიაში გამოტანა, მასმედიის საშუალებებში ქალთა პრობლემების გაშუქების ხარისხის ამაღლება. პროექტი ითვალისწინებს ინტერნეტფორუმის "ქალი" (femina.ge) შექმნას და 12 სტატიის მომზადებას გაზეთის "24 საათი" შაბათის გამოცემებისათვის.