2014 წლის სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2014 წლის განმავლობაში სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიცა 6 გრანტი.


მხარდაჭერილი პროექტები:

 

1.აპლიკანტი: ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი

პროექტის სათაური: მარტოხელა დედების სამართლებრივი სტატუსის ასახვა საქართველოსკანონმდებლობაში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

პროექტის მიზანია „მარტოხელა დედების“  სამართლებრივი სტატუსის ასახვა კანონმდებლობაში.  ძდექ-მა უკვე მოამზადა შესაბამისი  ცვლილებათა პაკეტი. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში  იგეგმება  ლობისტური კამპანიის წარმართვა, ანუ პროექტის  ფარგლებში  მოეწყობა  პრივატული და ოფიციალური შეხვედრები  საქართველოს პარლამენტისა  და  იმ წამყვანი კომიტეტების წევრებთან, რომლებმაც აღნიშნულ  პაკეტთან მიმართებაში უნდა შეიმუშავონ  თავიანთი  დასკვნები,  რის  შემდეგაც შესაძლებელი გახდება პაკეტის  განხილვა პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული ნორმების მიღების შემთხვევაში რეალური  გახდება სოციალური და სამართლებრივი დაცვისათვის მექანიზმების დამკვიდრება და განხორციელება ჩვენ ქვეყანაში.

 

2.აპლიკანტი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

პროექტის სათაური: ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

მოცემული პროექტი ეხება 2014 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობისთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. წელს ქვეყანაში  გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებული ჰომოფობიური რიტორიკის ესკალაციის ფონზე დემონსტრაციის ჩატარება ვერ ხერხდება. თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ საკითხებზე მომუშავე  ჯგუფების მხრიდან ეს დღე აღუნიშნავი არ დარჩეს. შესაბამისად ორგანიზაციამ შეიმუშავა სხვა გეგმა, რომელიც გულისხმობს  ფოტოგამოფენის მოწყობას  პარლამენტის შენობაში, მაგრამ თუ  ეს ვერ განხორციელდება, მაშინ ფოტოგამოფენა მოეწყობა სხვა დახურულ სივრცეში, მაგალითად ომბუცმენის ოფისში, და ის, შესაძლოა, გახდეს ამ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული  მაღალი დონის შეხვედრის შემადგენელი  ნაწილი.

 

3. აპლიკანტი: ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა

პროექტის სათაური: დავეხმაროთ ერაყელ იეზიდ ქალებს

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

პროექტის მიზანია საზოგადოების მობილიზაცია ერაყში განხორციელებული გენოციდის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად და გულისხმობს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას ადგილზე მყოფი ლტოლვილი ქალებისთვის; ერაყის რესპუბლიკიდან ლტოლვილი ეზიდ ქალების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და ადაპტაციის ხელშეწყობას.

 

4. აპლიკანტი: თანხმობა (მარინა ფოჩხუა)

პროექტის სათაური: იურისტის დახმარება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

მარინას სჭირდება პროფესიონალი იურისტის დახმარება, რომ სასამართლოზე შეძლოს მის მიმართ განხორციელებულ უსამართლობას გაუწიოს წინააღმდეგობა და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, აღიდგინოს შელახული რეპუტაცია.

 

5. აპლიკანტი: ქალები თავისუფლებისთვის

პროექტის სათაური:  პოლიციის სექს მუშაკზე უკანონო ქმედება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2000 დოლარი

პროექტის მიზანია ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჯანმრთელობის დაცვის სტრუქტურის წარმომადგენლები მაქსიმალურად ჩართონ  სექს მუშაკებისადმი გამოვლენილი ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში და ხელი შეუწყონ რომ შეიცვალოს საზოგადოების განწყობა და შემცირდეს სექს მუშაკებზე  ძალადობის შემთხვევები. პროექტის ფარგლებში იგეგმება, იმ სერვისების მონიტორინგი, რომლებსაც ორგანიზაცია „თანადგომა“ სთავაზობს სექს მუშაკებს;  ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად ინდივიდუალური, სიღრმისეული ინტერვიუ სექს-მუშაკებთან; შეგროვებული მასალის საფუძველზე სამოქმედო სტრატეგიის და გეგმის ჩამოყალიბება საერთაშორისო ექსპერტისთვის წარსადგენად.გარდა ამისა, გაიმართება აქცია ელექტროშოკის გამოყენების და სექს-მუშაკების მიმართ სხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ.

 

6. აპლიკანტი: სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება; კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია; თანაზიარი; ქალები რეგიონის განვითარებისთვის

პროექტის სათაური: ფემიციდი - სასტიკი რეალობა

რეგიონი: ახალციხე, სამეგრელო,კახეთი, გურია

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 1 998 დოლარი

საქართველოში 2014 წელს ფემიციდის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, არსებულ სიტიუაციაზე საპასუხოდ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქ. ახალციხესა და ახალციხის რაიონის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში; ქ. ზუგდიდში; ოზურგეთსა და ჩალაუბანში გაიმართება აქცია სახელწოდებით „ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება“.