2015 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა,II ფაზა-სამართლებრივი ზემოქმედება და პრევენცია" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

 2015 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა,II ფაზა-სამართლებრივი ზემოქმედება და პრევენცია" ფარგლებში გაიცა 12 გრანტი.

 
მხარდაჭერილი პროექტები:

 1.აპლიკანტი: საფარი
პროექტის სათაური: ფემიციდი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ფემიციდის - ქალის სიცოცხლის უფლების დაუცველობის შემთხვევაზე.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა იქნება:
1.    სტრატეგიული სამართალწარმოება : ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი განაცხადის შეტანა მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევასთან დაკავშირებით;
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ერთი დავის დაწყება ადმინისტრაციული წესით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
2.    ცნობიერების ამაღლება ფემიციდსა და სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ: ფემიციდთან და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის მომზადება ელექტრონული ბროშურის სახით და ვებ-გვერდზე განთავსება.

2.აპლიკანტი: განვითარების და თანამშრომლობის კავშირი „პროგრესი“
პროექტის სათაური: ოჯახური უღელის სოციალური ბორკილი
რეგიონი: აჭარა, ბათუმი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტი გულისხმობს ტრენინგების და ფილმების ჩვენების გზით აჭარის მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას ადრეული ქორწინების, ძალადობის დაფარული ფორმების, უფლებების დარღვევის რისკების და საფრთხეების შესახებ .

3.აპლიკანტი: საზოგადოებრივი ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის
პროექტის სათაური: დამცავი და შემაკავებელი ორდერები - სასამართლო მონიტორინგი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
რეგიონი:თბილისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია სასამართლო პროცესების ანალიზი  ძალადობის ფარული ფორმების გამოსავლენად. ასევე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონისმიერი მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
ფსიქოლოგისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი დაესწრება და შეისწავლის იმ კონკრეტულ საქმეებს, რომლებიც განსახილველად შევა თბილისის საქალაქო სასამართლოში და რომელიც დამცავი ორდერის გამოცემას ეხება.

4.აპლიკანტი: საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება
პროექტის სათაური: განათლება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის
რეგიონი:თბილისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია კრიმინოლოგიური განათლების დონის ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და გულისხმობს, ორგანიზაციის კვალიფიციური ტრენერების მიერ ტრენინგ-კურსების ჩატარებას საქართველოს იმ რეგიონების საჯარო სკოლებში, რომლებიც სტატისტიკური მონაცემების მიხ. გამოირჩევა ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ არასრულწლოვან პირთა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლით (მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, იმერეთი).

5.აპლიკანტი: სოლიდარობის სახლი
პროექტის სათაური: ქალი, სოლიდარობა და პროგრესი
რეგიონი:თბილისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, პატრიარქალურ-ტრადიციული შეხედულებების შეცვლა, კანონის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ოჯახში ძალადობის მსხვერლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ პოპულარიზაცია და თავად ოჯახში ძალადობის მსხვერლი ქალების გააქტიურება-გაძლიერება ფართო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარების გზით.  

6.აპლიკანტი: თანაზიარი
პროექტის სათაური: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა ინფორმირებულობის გაზრდის გზით
რეგიონი:სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია  ძალადობის პრევენციის  ხელშეწობა საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით.  დასახული ამოცანები: ქალთა და გოგონათა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივი ცონდის და ინფორმაციის მიწოდების გზით;  კვლევა ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამოსავლენად; ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების ადვოკატირება და ლობირება. პროექტი განხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის 10 თემში, სადაც არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მუშაობს ამ მიმართულებით.

7.აპლიკანტი: უხუცეს ქალთა საბჭო
პროექტის სათაური: ქალები ქალების სამსახურში
რეგიონი: ახმეტა, სოფ.დუისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია პანკისის ხეობის 12 სოფელში მცხოვრები ქისტი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ, აგრეთვე ქალებთან მიმართებაში ტრადიციული ადათწესებისა და რელიგიის სწორი ინტერპრეტაციის პოპულარიზება.

8.აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად
პროექტის სათაური: ქალთა გაძლიერება - ძალადობის პრევენციისთვის
რეგიონი:იმერეთი, წყალტუბო
პროექტის ხანგძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია გენდერული ძალადობის კვლევა წყალტუბოს მოსახლეობაში და ადგილობრივ დონეზე  ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში წინასწარ შეირჩევა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს სოციოლოგიურ კვლევას ძალადობის საკითხებზე; ჩატარდება 2 ტრენინგი; გაიმართება მრგვალი მაგიდა და ეთერში გავა ტელეგადაცემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კვლევის აქტიური მონაწილეები.

9.აპლიკანტი: უფლებებისა და განათლებისთვის
პროექტის სათაური: ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
რეგიონი:ქუთაისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია გოგონების და ვაჟების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ძალადობის ფორმების პრევენციისა და საკუთარი უფლებების შესახებ. შესაბამისად პროექტი გულისხმობს შემდეგ საქმიანობებს: ცხელი ხაზის გამართვას; ფოტო და ესეების კონკურსების ჩატარებას თემაზე „ძალადობა და მისი დაძლევის გზები“; საუკეთესო ესეების ჩაწერას და  გაშვებას რადიოეთერში; ასევე მომზადდება რადიოგადაცემები და ნებისმიერ  მსურველს ექნება შესაძლევლობა კითხვები დაუსვას იურისტს და ფსიქოლოგს; მოეწყობაფოტო გამოფენა.

10.აპლიკანტი: ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
პროექტის სათაური: ძალადობის მსხვერპლ პატიმარ ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ხელოვნებითი თერაპიის გზით
რეგიონი:თბილისი
პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი
პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაპარტამენტის #5ქალთა დაწესებულებაში მყოფ ძალადობის მსხვერპლ პატიმარ ქალთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. პროექტის ამოცანებია: ძალადობის მსხვერპლ პატიმარ ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სასჯელის ვადის ეფექტურად გამოყენება, პატიმრების მხრიდან სოციალური კავშირების შენარჩუნება,  უნარ-ჩვვევების შეძენა, თვიშეფასების ამაღლება.

 

11.აპლიკანტი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)

პროექტის სათაური: ჩემი ხმა

რეგიონი:თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ახალგაზრდა გოგონების, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს საქართველოს ოკუპირებულ გალის რაიონში და ამჟამად ცხოვრობენ და სწავლობენ თბილისში (ან პერიოდულად ჩამოდიან) გაძლიერება და მხარდაჭერა;  საქართველოს ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები გოგონების უფლებრივი მდგომარეობის და მათზე ძალადობის შესახებ დაფარული ისტორიების საზოგადოებისთვის მიწოდება და საკითხის აქტუალიზაციასამოქალაქო ჟურნალიზმში მათი მომზადების გზით.

 

 

12.აპლიკანტი: საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი

პროექტის სათაური: განათლების შეზღუდვის დაფარული ფორმების პრევენცია ცნობიერების ამაღლების გზით

რეგიონი:თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ  ახალგაზრდა გოგონებს გახდნენ უფრო მოტივირებულები, გაიაზრონ საკუთარი უფლებები და წინ აღუდგნენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და პრაქტიკებს. პროექტის ფარგლებში მარნეულის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები და გოგონები მოამზადებენ  საგაზეთო ჩანართებს ქალთა უფლებებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და სხვ. დაიბეჭდება სტატიები პროფესიონალი ჟურნალისტის ხელმძღვანელობით, რომელიც გავრცელდება ქვემო ქართლის რეგიონულ გაზეთთან ერთად და დარიგდება საჯარო სკოლებში.