2015 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2015 წლის საგრანტო პროგრამის ქალთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“  ფარგლებში გაიცა  5 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტები:

 

 

1. გრანტის მიმღები: კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომა“ 

პროექტის სათაური: ბოშა გოგონათა ფემინისტური მოძრაობის შექმნა

რეგიონი:დედოფლისწყარო, სოფ. ლენინოვკა

პროექტის ხანგძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ბოშა ლიდერი გოგონებისგან ფემინისტური მოძრაობის შექმნა, აღნიშნულ მოძრაობასა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება და გაძლიერება.

 

2. გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი„ხელოვნება ქალთა უფლებებისათვის“

პროექტის სათაური: ქალი საჯარო სივრცეში

 რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა : 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ქალის უფლებრივი მდგომარეობის, მის  ჩაგვრასთან დაკავშირებული პრობლემების არტიკულირება სახელოვნებო ენის მეშვეობით და გულისხმობს ქუთაისსა და წყალტუბოში  კონკრეტული პოლიტიკური მესიჯის შემცველი გრაფიტის შესრულებას მოქმედი და მიტოვებული შენობების კედლებზე. საჯარო სივრცეში ქალის უფლებების თემაზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევრის დაფიქსირება ხელს შეუწყობს ამ თემაზე რეფლექსიას საზოგადოების ყველა ჯგუფში, რადგან  შექმნილი სახეები ხილვადი იქნება ყველასათვის და ნებისმიერ დროს.

 

3. გრანტის მიმღები: ლგბტ საქართველო

პროექტის სათაური: ტრანსგენდერ ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია ტრანსგენდერ ქალთა მხარდაჭერა ტრანს-ფემინისტურ სათემო აქტივიზმში ჩართულობის გზით და ტრენინგების მეშვეობით მათი გაძლიერება სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად. პროექტის ფარგლებში თორმეტი ტრანსგენდერი ქალი მიიღებს ცოდნას ლგბტ ადამიანთა უფლებეზე, ფემინიზმზე, ტრანსფობიასა და ძალადობაზე, გენდერის და სექსუალობის საკითხებზე და ტრანზიციის პროცესზე. ასევე მიიღებენ იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სამოქალაქო აქტივიზმისთვის და საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის გამოადგებათ.

 

4. გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი “ქალთა ისტორიის აღდგენისთვის”

პროექტის სათაური: ქალთა ისტორია და აქტივიზმი

რეგიონი: ქ. თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნი ლითანხა: 2500 ევრო

ჯგუფი აერთიანებს თსუ გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ, როგორც  თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა გენდერის კვლევებში, ქალთა და ფემინისტურ საკითხებში. მათი მიზანია საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში ლექცია-გაკვეთილების საშუალებით ცოდნა გაავრცელონ საქართველოში ფემინისტური აქტივიზმისა და მისი ისტორიის შესახებ.

 

5. გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „საქართველოს ქალთა მოძრაობა“

პროექტის სათაური: შევაჩეროთ ნაადრევი ქორწინება საქართველოში

პროექტის ავტორი: ნინო გამისონია

რეგიონი: ქ. თბილისი

პროექტისხანგრძლივობა: 1,5 თვე

მოთხოვნილითანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია საქრთველოს მთავრობის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა ნაადრევი ქორწინების საგანგაშო სიტუაციასთან დაკავშირებით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით; სახელისუფლებო სტრუქტურებთან ადვოკატირება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებასა  და არსებული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებაზე.