2015 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2015წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში გაიცა 9 გრანტი.

 

 მხარდაჭერილი პროექტები:

 

1.აპლიკანტი: ასოციაცია „იმედი“

პროექტის სათაური: ორგანიზაციის პოტენციალის გაზრდა

რეგიონი: ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი გულისხმობს ორგანიზაციის შტატისთვის და ორგანიზაციასთან არსებული სამეგრელო - ზემო სვანეთის ქალთა სამშვიდობო ქსელის წევრებისთვის ტრენინგების ჩატარებას. შეიძენენ „ორის-ბუღალტერიის“ პროგრამას და დანერგავენ საქმიანობაში. მოამზადებენ ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ 1999-2015 წწ. ანგარიშს. 8 მარტს დაგეგმილია პროექტის პრეზენტაცია და იძულებით გადაადგილებული ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

 

2.აპლიკანტი: გეა XXI

პროექტის სათაური: გავძლიერდეთ მეტი წარმატებისთვის

რეგიონი: ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი გულისხმობს: ორგანიზაციის ტექნიკური ბაზის განახლებას; ორგანიზაციის წევრების გადამზადებას; ორგანიზაციის ვებ გვერდის შექმნას; მინი სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღებას; ორგანიზაციის მუშაობის ანგარიშის ბეჭდურ გამოცემას.

 

3.აპლიკანტი: ქალები ქვეყნის მომავლისთვის

პროექტის სათაური: არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ტექნიკური მხარდაჭერა

რეგიონი: ხარაგაული

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 1700 დოლარი

პროექტი გულისხმობს ორგანიზაციის ტექნიკური ბაზის შექმნას, მისი გააქტიურების მიზნით.  ოფისის ფართის მოძიებას. დააარსებენ ქალთა კლუბს.

 

4.აპლიკანტი: მიგრაციის სახლი

პროექტის სათაური: მიგრაციის სახლის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდა

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4700 დოლარი

პროექტის მიზანია „მიგრაციის სახლის“ ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებით და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებით.

 

5.აპლიკანტი: ლგბტქი ასოციაცია - თემიდა

პროექტის სათაური: ლბტ ქალთა ორგანიზაციული უნარების განვითარება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია ჯგუფის  ორგანიზაციული შესაძლებლობების  გაუმჯობესება ადამიანური რესურსის და ტექნიკური ბაზის გაძლიერებით  და ტრასპარანტულობის  ხარისხის გაზრდის გზით. ლგბტ საკითხებზე მომზადდება 6 რადიო გადაცემა  ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ რადიო ეთერისათვის, შემდეგ კი განთავსდება „ლგბტქი ასოციაცია-თემიდა“-ს შექმნილ საიტზე.

 

6.აპლიკანტი: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ და „ჰელფინგ ჰენდი“

პროექტის სათაური: ჰელფინგ ჰენდ-ისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ორგანიზაციული გაძლიერება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3670 დოლარი

პროექტის მიზანია ორგანიზაციის გაძლიერება საფინანსო სისტემის დანერგვით, სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებით   და ფანდრაიზინგის უნარების შეძენის გზით.

 

7.აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის კომიტეტი

პროექტის სათაური: „მობურთალსა მოედანი . . . „

რეგიონი: ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4900 დოლარი

პროექტის მიზანია ორგანიზაციული შესაძლებლობების  გაუმჯობესება ადამიანური რესურსის და ტექნიკური ბაზის გაძლიერებით  და ცნობადობის  ხარისხის გაზრდის გზით.

 

8.აპლიკანტი: საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი

პროექტის სათაური: ქალთა ახალგაზრდული კლუბი - გეზი ლიდერობისკენ

რეგიონი: მარნეული

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია მარნეულში მცხოვრები  ახალგაზრდა  ქალების გააქტიურება, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ლიდერული უნარების გამომუშავება საინფორმაციო ღონისძიების ჩატარებით და ქალთა კლუბის ჩამოყალიბების გზით.

 

9.აპლიკანტი: მერმისი - ჯვარი

პროექტის სათაური: არასამთავრობო ორგანიზაციების „მერმისი-ჯვარი“, „თანაბარი ჩართულობა“ და „თანადგომა სრულფასოვნებისათვის“ ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში ხელშეწყობა

რეგიონი: წალენჯიხა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი გულისხმობს ორგანიზაციების ტექნიკური ბაზის განახლებას და თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას თემაზე ფანდრაიზინგი და თანხების მოძიება.