2016 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2016 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები“ ფარგლებში გაიცა 10 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტები:

 

1.აპლიკანტი: მნათობი

პროექტის სათაური: ოჯახში ძალადობის გარეშე!

რეგიონი:სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000ევრო

პროექტის მიზანია კვლევის ჩატარება ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის დაფარული ფორმების გამოსავლენად და ძალადობის მსხვერპლი ქალების გააქტიურება და გაძლიერება.

 

2.აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის და სამოქალაქო განათლების რეგიონალური ცენტრი

პროექტის სათაური: ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები

რეგიონი:კახეთი, გურჯაანი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000ევრო

პროექტი გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენას და მათზე რეაგირებას;

კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში რისკის ჯგუფების ცოდნის დონის ამაღლებას საკუთარი უფლებების შესახებ;

რეგიონის საზოგადოების ინფორმირებას ძალადობის წარმომშობი სტერეოტიპების, მათი შედეგების შესახებ და ამ საკითხებზე ადგილობრივი საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდას.

 

3.აპლიკანტი: რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“

პროექტის სათაური: ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის

რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის ხანგძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000ევრო

პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებულობა ქალთა უფლებებზე, სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათი რეფერირება საქართველოს რეალობაში არსებულ დაწესებულებებში, სამთავრობო თუ არასამთავრობოდო დონეზე.  ქალთა უფლებების, ძალადობის, პრევენციის და ჩართულობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

4.აპლიკანტი: ინოვაცია

პროექტის სათაური: ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა

რეგიონი:დაბა თიანეთი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000ევრო

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (გენდერული საკითხები, ძალადობისა და დისკრიმინაციის   ფორმების გაცნობიერება) და ინფორმირებულობა კანონმდებლობის კუთხით; კანონის განხორციელების ხელშეწყობა, ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობისაგან დაცვისათვის. საინფორმაციო და სხვა სახის კამპანიები ქალთა დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.

 

5.აპლიკანტი: ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

პროექტის სათაური: პანკისის ხეობაში არსებული ქალთა საბჭოს გაძლიერება, საბჭოს ბენეფიციარი ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით

რეგიონი:თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში არსებული ქალთა საბჭოს გაძლიერება, საბჭოს ბენეფიციარი ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით; პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალთა პრობლემების ექსტერიორიზაცია/გარეთ გამოტანა, მათი გახსნილობის უზრუნველყოფა და მათი თვით-დჯერებულობის გაზრდა.

 

6.აპლიკანტი: განათლების და შრომის ასოციაცია

პროექტის სათაური: ერთად დავძლიოთ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა!

რეგიონი:თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება ძალადობის (ადრეული ქორწინების, სელექციური აბორტების) შესახებ და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შესაბამისი იურიდიული დახმარების აღმოჩენა.

 

7.აპლიკანტი: გაჩიანის ბოშათა გაერთიანება „რომა“

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა

რეგიონი:გარდაბანი, გაჩიანი

პროექტის ხანგძლივობა: 9 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია   საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება  ბოშა ქალების მდგომარეობის შესახებ და მათთვის მეტი მხარდაჭერის  მოპოვება ფართო საინფორმაციო კამპანიის ჩატარების გზით.

 

8.აპლიკანტი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

პროექტის სათაური: გაძლიერდი და გააძლიერე

რეგიონი: გურია, ოზურგეთი

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და პრევენციის მიზნით თემში ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ.

 

9.აპლიკანტი: ქალთა ასოციაცია „ვაკეთოთ ერთად“

პროექტის სათაური: ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება

რეგიონი: იმერეთი, წყალტუბო

პროექტის ხანგძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია რისკ-ფაქტორის ჯგუფის ქალების მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ ჯგუფის ქალების მდგომარეობის გაუმჯობესება საინფორმაციო-საკონსულტაციო მუშაობის და სახელმწიფო სტუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის გზით.

 

10.აპლიკანტი: საზოგადოებრივი ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის

პროექტის სათაური: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კვლევა დამცავი ორდერების გამოცემასთან მიმართებაში და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა

რეგიონი:თბილისი

პროექტის ხანგძლივობა:6 თვე

მოთხოვნილი თანხა:6000 ევრო

პროექტის მიზანია რაიონულ სასამართლოებში შემავალი მაგისტრატი სასამართლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისათვის დამცავი ორდერების გაცემასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება  და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის  გაზრდა დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის პირობების,  აღსრულების წესისა და მექანიზმების თაობაზე  საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გზით.