ქალები თბილისის დასახმარებლად

ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამა „ქალები თბილისის დასახმარებლად“, რომელიც მიზნად ისახავდა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის  შედეგად  დაზარალებულების მხარდასაჭერას, დასრულდა.  პროგრამის ფარგლებში გაიცა 7 გრანტი, საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენდა  2000 დოლარს.

 

დაფინანსებული ორგანიზაციები:

 

1. სოციალური ცვლილებების მხარდამჭერები

პროექტის სათაური: არტ-თერაპიის საზაფხულო სკოლა

2. ქალთა ჯგუფი - თანადგომა

პროექტის სათაური: გავაძლიეროთ ქალები

3. საინიციატივო ჯგუფი „Save Animal Group“

პროექტის სათაური: აქტივისტები ეპიდემიის საფრთხის წინააღმდეგ

4. საინიციატივო ჯგუფი „ქალები საქართველოსთვის“

პროექტის სათაური: ქალი და სტიქია

5. პირველი ბლოკი

პროექტის სათაური: მობილური ჯგუფი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

6. ახალგაზრდა ადვოკატები

პროექტის სათაური: სტიქიით დაზარალებულ ქალთა ადვოკატირება

7. ჰელფინგ ჰენდი

პროექტის სათაური: დავეხმაროთ სტიქიით დაზარალებულებს