2016 წლის საგრანტო პროგრამის "გოგონები ერთად ცვლიან საზოგადოებას" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

20

2016 წლის საგრანტო პროგრამის „გოგონები ერთად ცვლიან საზოგადოებას“ ფარგლებში გაიცა 5 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტები:

 

 

1.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი - ახალგაზრდა ფემინისტები

პროექტის სათაური: ქართველი ფემინისტები - უკან მომავალში

რეგიონი: გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ინფორმირება ქალთა უფლებებთან, ფემინიზმთან და ქართველი ფემინისტების ისტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, თანამედროვე არტ ტექნოლოგიების საშუალებით ქართველი ფემინისტების ისტორიების გაცოცხლება და ერთგვარი მოძრავი "ფემინისტური მუზეუმის" შექმნა.

 

2.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ნატვრის ხე“

პროექტის სათაური: ჩვენი ფემინისტური კლუბი

რეგიონი: კახეთი, ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზნებია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება ფემინიზმისა და მისი ისტორიის შესახებ; ახალგაზრდაქალებისა და გოგონების გააქტიურება ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვისათვის; ახალგაზრდაქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. გულისხმობს “ჩვენი ფემინისტური კლუბის“ შექმნას, რომლის მიზანიც იქნება  ძალადობისაგან თავისუფალი სივრცის შექმნა, გენდერული სამართლიანობის მხარდაჭერა, ზრუნვა ქალთა და ახალგაზრდა გოგონების უფლებრივი დაცვისათვის.   

 

3.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნება ქალთა უფლებებისათვის“

პროექტის სათაური: გოგონათა მხატვრული სახეები

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზანია გოგონათა პრობლემატიკის განსაზღვრა და საზოგადოებისა და გარესამყაროს მიმართ მათი დამოკიდებულებების ასახვა კინო-ფირზე, დოკუმენტური ხასიათის ფილმში, რომელიც შეასრულებს ერთგვარი სარკის როლს, გოგონათა რეალური მდგომარეობის საჩვენებლად. დოკუმენტური ფილმი აგებული იქნება გოგონების ინტერვიუებზე, ფოტოსურათებზე აისახება მათი ემოციები, შეიქმნება დიდი ფოტო-კოლაჟი, რაც გამოიფინება ქუთაისში.

პროექტი მიმართულია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. მისი ამოცანაა გოგონებმა სრულიად განსხვავებული თვალით დაინახონ საკუთარი თავი და გახდნენ უფრო აქტიურნი, დასახონ შესაბამისი მიზნები საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად ან განსავითარებლად, აგრეთვე ხელი შეუწყოს ამ თემაზე რეფლექსიას საზოგადოების ყველა ჯგუფში.

 

4.გრანტის მიმღები: ინტერნაციონალური ერთობა

პროექტის სათაური: გავძლიერდეთ და გავაძლიეროთ ერთმანეთი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის ძირითადი მიზანია, ინტერნაციონალური გაერთიანების ოფიციალურად დარეგისტრირება და ამ ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ეროვნების გოგონების გაძლიერება,  რომ შემდეგ მათ  საკუთარი გამოცდილების გაზიარებითა და მიღებული ცოდნის გამოყენებით, შეძლონ დახმარება გაუწიონ თავისი ეროვნების წარმომადგენელ გოგონებს.

 

5.გრანტის მიმღები: მილენიუმ საქართველო

პროექტის სათაური: შენ შეგიძლია შეცვალო

რეგიონი: გორი, სოფ. ტირძნისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 ევრო

პროექტის მიზნებია: ქალების წინაშე არსებულიპრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი; ცნობიერებისამაღლება ქალთა ზოგადი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ; ქალთასოციალურ და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა, მათი მოტივაციის ამაღლების და ინფორმირებულობის გაზრდის საშუალებით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

კომიქსების შექმნის მეშვეობით, საკუთარი  გამოცდილების საფუძველზე იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მათსა და მათ გვერდით მცხოვრები ქალების წინაშე დგას; ტრეინინგის განმავლობაში მარტივი კონცეფციების ჩამოყალიბების გზით  იმ კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება, რაც დაეხმარებათ მათ და მათ თემში მცხოვრებ ქალებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკეთ სოციალიზაციისათვის.