2016 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მარგინალიზებულ ჯგუფებში" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2016 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მარგინალიზებულ ჯგუფებში" ფარგლებში გაიცა 12 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტები:

 

 

1. აპლიკანტი: კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომა“

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ბოშათა თემში ჯგუფებში

რეგიონი: კახეთი, დედოფლის წყარო

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ბოშა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური გამოკითხვა, ექსპერტები შეისწავლიან ბოშა ქალების მდგომარეობას, შევლენ ბოშათა დასახლებებში და შეისწავლიან ბოშათა ისეთ პრობლემებს, რომლებიც ძალადობასა და დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული. ბოშა ქალებთან თანამშრომლობის შედეგად კი შეიმუშავებენ ძალადობის დაძლევისთვის საჭირო რეკომენდაციებს.  ბოშა ქალებისა და გოგონებისთვის მოეწყობა შეხვედრა, თემაზე „როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან“. ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბოშა ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი უფლებების დაცვას. მოეწყობა კამპანია-გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბოშათა  ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათები, ბოშათა თემისთვის დამახასიათებელი ნივთები, როგორიც არის მათი ტრადიციული ტანსაცმელი. გაიმართება მათი ტრადიციული ცეკვის პრეზენტაცია.

 

2. აპლიკანტი: თანაზიარი

პროექტის სათაური: ქალთა მიმართ ძალადობისა და უფლებების უგულებელყოფის პრევენციის ხელშეწყობა

რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიარის”მიერ გამოცემული არის 1000 ცალი ბუკლეტი ძალადობის ფარულ ფორმებზე და ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობაზე, რომელიც დარიგდება საზოგადოებაში; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სამი საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლე გოგონებისთვის და  პედაგოგებისთვის ჩატარდება ტრენინგი ძალადობის ფარულ ფორმებზე. შეირჩევა სკოლები სადაც სტატისტიკურად მაღალია გათხოვილი გოგონების რიცხვი. ტრენინგზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხები: არასრულწოვნების გათხოვების დროს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა, ძალადობის ფარული ფორმები და ა.შ.პროექტის განხორციელების პერიოდში ორგანიზაციის მიერ დაწყებული იქნება ადვოკატირების პროცესი, შედეგი  კი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის  ბიუჯეტში ჩადებული თანხა.

 

 

3. აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონალური კომიტეტი

პროექტის სათაური: ქალები ქალებისთვის

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზნებია:ძალადობისაღმოფხვრაზე ორიენტირებული განათლების მიღება;საზოგადოების  ცნობიერების  ამაღლება  ქალთა  უფლებების,  ძალადობისა  და გენდერულითანასწორუფლებიანობის მიმართ; ადგილობრივთვითმმართველობებთან თანამშრომლობის ფორმების დახვეწა; ქალთა  მონაწილეობის  გაზრდა  გადაწყვეტილებების  მიღების  პროცესში  გენდერულითანასწორუფლებიანობისმისაღწევად.

 

 

4.აპლიკანტი: კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი

პროექტის სათაური: ცნობიერების ამაღლების კამპანია ქალთა საკითხებთან მიმართებაში

რეგიონი: გორი, სოფ.კარალეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლების კამპანიით, პრევენციის გზით მოახდინოს ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და განხორციელების ადგილზე ხელი შეუწყოს   სოციალურ ცვლილებებს.

 

 

5. აპლიკანტი: აკესო

პროექტის სათაური: ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები: კრიმინალიზაცია, ძალადობა და ძირითადი უფლებები

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ნარკოტიკის ქალი მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის, გამოვლენილ უფლებადარღვევებზე დაინტერესებულ მხარეებს შორის  დიალოგის  დაწყებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა კვლევის ჩატარებით  და საინფორმაციო-საადვოკაციო კამპანიის წარმართვის გზით.

 

6. აპლიკანტი: მრავალეროვანი საქართველოს ქალები

პროექტის სათაური: შეცვალე შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ !

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია რელიგიურ-ეთნიკური თემების წარმომადგენელი ქალებისა  და გოგონების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ქალთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მასზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ასევე  ინფორმაციის მიწოდება განსხვავებული ცხოვრების წესის შესახებ, რომლის მიხედვით ქალი დამოუკიდებელია და   ცხოვრების ყველა სფეროში სარგებლობს იგივე უფლებებით, რაც კაცი.

 

7. აპლიკანტი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

პროექტის სათაური: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ლბტ თემის წევრების გაძლიერება, ინტერნალიზებული ჰომოფობიის შედეგებთან გამკლავება, სტრესულ სიტუაციებზე რეაგირების უნარების გამომუშავება და ფსიქოლოგიური სერვისების მიღებასთან დაკავშირებული სტიგმის გადალახვა. პროექტი გულისხმობს: ლბტთემის წევრებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნის მიწოდებას; ლბტჯგუფის წევრთა თვითშეფასების ამაღლებას; ემოციების მართვასა და სტრესთან გამკლავების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას; ლბტთემის წევრების ცნობიერების ამაღლებას  ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.

             

 

8. აპლიკანტი: არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისათვის

პროექტის სათაური: ასფალტის ქალები

რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია  იმ  ქალებისათვის, რომლებიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების თუ ოჯახში ძალადობის გამო, იძულებულნი არიან შემოსავალი არალეგალური გზით მოიპოვონ, დახმარების გაწევა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება მათი პრობლემების შესახებ  კვლევის ჩატარებით  და საინფორმაციო კამპანიის წარმართვის გზით.

 

9. აპლიკანტი:  უხუცეს ქალთა საბჭო 

პროექტის სათაური: ძლიერი ქალი, ძლიერი საზოგადოება

რეგიონი: კახეთი, პანკისის ხეობა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია პანკისის ხეობის 12 სოფელში მცხოვრები ქალების და ახალგაზრდების დამოკიდებულებების შეცვლა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის მიმართ, მათი საზოგადოებაში რეალიზების და შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარების გზით.

 

 

10. აპლიკანტი: სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის 

პროექტის სათაური: ერთად ძალადობის წინააღმდეგ

რეგიონი: კახეთი, სოფ.სანიორე

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალურ ცენტრში „ძალადობისაგან დაზარალებულთა დახმარების ცენტრის“ დაარსება, ძალადობასთან ბრძოლა და მისი შემცირება-აღმოფხვრა, არაძალადობრივი კულტურის პოპულარიზება-დამკვიდრება კვლევითი საქმიანობისა და საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელების გზით.

 

11. აპლიკანტი:  ლგბტ საქართველო

პროექტის სათაური: ტრანსგენდერ ქალთა სამედიცინო მოვლის გაუმჯობესება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ტრანსგენდერი ქალების ჯანმრთელობასთან დაკშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა მათთვის ჯანმრთელობის სერვისებზე (ძირითადად ჰორმონალურ თერაპიაზე და მედიკამენტებზე) ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და მეგობრულად განწყობილი, მგრძნობიარე, ადეკვატური ცოდნის მქონე ექიმის (ფსიქიატრი, ენდოკრინოლოგი, სექსოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი და სხვ.) მოძიებით.

 

12. აპლიკანტი: ახალი კოლექტივი ხელოვნებითვის

პროექტის სათაური: საბავშვო თეატრი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია თეატრის გამოყენება გაძლიერებისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტად. მთავარი ფოკუსი ბავშვებზეა, რადგან თუ საზოგადოების შეცვლა გვინდა უკეთესობისკენ, გენდერული როლები  და სტერეოტიპები ადრეულ ასაკშივე უნდა დაიმსხვრეს. პროექტის ფარგლებში გერმანული პიესის “Mannomann” (“boyohboy”) ადაპტირებული ვერსია, რომელიც ეხება გენდერულ ძალადობასა და გენდერულ სტერეოტიპებს და მათ დაძლევას, დაიდგმება ბავშვებისთვის. პიესა ასახავს თუ სად იწყება გენდერული ძალადობა და რა გავლენას ახდენს ოჯახზე.

(დაფუძნებულია ცნობილი საბავშვო ტეატრის "GRIPS" მოდელზე).