2016 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2016 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში გაიცა 8 გრანტი.

 

 მხარდაჭერილი პროექტები:

 

1.აპლიკანტი: გაჩიანის ბოშათა კავშირი „რომა“

პროექტის სათაური: ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა

რეგიონი: გარდაბანი, სოფ. გაჩიანი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტიგულისხმობს ორგანიზაციაში შიდა მოკვლევის ჩატარებას,  ბოშათა თემში განათლების დონის სტატისტიკური მაჩვენებლის დასადგენად. ექსპერტები შევლენ ბოშათა დასახლებებში და შეისწავლიან მათ პრობლემებს. ბოშებნთან თანამშრომლობის შედეგად კი შეიმუშავებენ საჭირო რეკომედაციებს.მოიძიებენპედაგოგებს, რომლებიც იზრუნებენ ბოშათა განათლების ამაღლებაზე, შეასწავლიან კომპიუტერს და საბუღალტრო კურსებს.

ჩატარდებატრენინგ-სემინარი, რომლის მიზანია ბოშების ინფიმირება და ცნობიერების ამაღლება, ლიდერების გამოვლენა და მათი დასაქმება. გარდა ამისა ტრენინგ სემინარები ხელს შეუწყობს ბოშების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ცნობიერების ამაღლებას.

 

2.აპლიკანტი: ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის

პროექტის სათაური:ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება ინსტიტუცვიური მდგრადობისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტის მიზანია ორგანიზაციის ინსტიტუციური მდგრადობის ხელშეწყობა, ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ამოცანები: 1. ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმისა და ფონდების მოძიების სტრატეგიის განვითარება 2. ორგანიზაციის ხილვადობის/ცნობდობის გაზრდა ვებგვერდის განვითარების საშუალებით 3. ორგანიზაციისა და სფეროში მოღვაწე რეგიონალური ორგანზიაციების წარმომადგენლების ტრენინგი ადვოკატირებაში და მათშორის კავშირების გაძლიერება 4. ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, პროექტორის შესყიდვის გზით. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს ტრენინგს ადვოკატირებისა და სოციალური მედიის გამოყენების საკითხებზე. ტრენინგი განკუთვილიაროგორც ISC-ის გუნდის წევრებისთვის (გამგეობის წევრები და კონტრაქტორები),ასევე რეგიონებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის და/ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისთვის (დამატებით 6 მონაწილე). ტრენინგის მონაწილეთა შერჩევაგანხორციელდება ღია კონკურსის საშუალებით.

 

3.აპლიკანტი: ქალები სამართლიანობისთვის

პროექტის სათაური: რეგიონის ქალთა სახლების ორგანიზაციული განვითარება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000დოლარი

პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით  რეგიონებში „ქალთა სახლების“  ხელმძღვანელებს ჩაუტარდეთ ტრენინგები რათა ჩამოყალიბდნენ როგორც ორგანიზაცია და თავად გაძლიერდნენ ადგილზე, გახდნენ დამოუკიდებლები და შეძლონ ფონდების მოძიება საკუთარი ძალებით.

პროექტი მოიცავს შემდეგ საქმიანობებს: აღმოსავლეთ  საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს „ქალთა სახლების“ ხელმძღვანელებისათვის ტრენინგ კურსის ჩატარება მოწვეული   ექსპერტების მეშვეობით შემდეგ საკითხებში: ბუღალტერია და ფინანსური ანგარიშგება; როგორ დავწეროთ საპროექტო წინადადება; ფონდების მოძიება; სტრატეგიული გეგმის შემუშავება.

 

4.აპლიკანტი: ქალთა მზერა

პროექტის სათაური: ორგანიზაციული განვითარება ფემინიზმის ლოკალური პოპულარიზებისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000დოლარი

ქალთა  მზერა  რამდენიმე  თვის  შემქნილია. ორგანიზაციის მისიაა ცნობიერებისა  და ცოდნის დონის ამაღლება  ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა ფემინიზმი და ქვიარ  თემატიკა.  სამიზნე  ჯგუფი,  ძირითადად,  ის  მოწყვლადი  კატეგორიაა,  რომელსაც  სტუდენტი გოგონები  და  მშრომელი  ქალები  წარმოადგენენ  ინდუსტრიული  რეგიონებიდან.  მიზანი  და მუშაობის  საგანია ფემინისტური  ნარატივის პოპულარიზება  სხვადასხვა  ჯგუფებში.

პროექტის მიზნებია: უსაფრთხო  სადისკუსიო  სივრცის  შექმნა,  სადაც  კითხვის წრეების  მეშვეობით,  მასალების  გაცნობითა და პირადი  გამოცდილებების  გაზიარებით გოგოები მიიღებენ ცოდნას ფემინისტურ საკითხებზე; ქართველ  ფემინისტთა  რეფლექსიების  დაწერა,  დაბეჭდვა-გავრცელება  აქტუალური თემების შესახებ; ვირტუალური კამპანია და კამპანია „ცნობის ფურცელი - 2 გვერდიანი ფემინისტური გაზეთის გამოცემა, რომელიც  რეგიონში  მცხოვრები  ქალების  ინფორმირებულობის  გაზრდას  მოემსახურება და დარიგდება ინდუსტრიულ ზონებში - ჭიათურაში, ტყიბულსა  და  ქუთაისში. გაზეთში განხილული იქნება აქტუალური  საკითხები  სოციალურ  პრიზმაში,  ფემინისტური  ჭრილიდან.

 

5.აპლიკანტი: სტუდიომობილი-აქცენტი მოძრაობაზე

პროექტის სათაური: ორგანიზაციის ვიდეოარქივის აღდგენა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტის მიზანია „სტუდიომობილის“ შესაძლებლობების გაზრდა ვიდეო არქივის რესურსად ჩამოყალალიბების გზით.

ამოცანები: 1998 წლიდან გადაღებული და მოპოვებული ვიდეომასალის დახარისხება, კონვერტირება, გაციფრულება, აღდგენა (თუ ფირი ექვემდებარება აღდგენას) და უახლეს ციფრულ მატარებლებზე გადატანა.

 

6.აპლიკანტი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

პროექტის სათაური: ერთი ნაბიჯით წინ

რეგიონი: ოზურგეთი, სოფ.დვაბზუ

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტის მიზანია ორგანიზაციის მდგრადობის შენარჩუნება  და მუშაობა  მისი ძირითადი მიმართულებით, რაც გულისხმობს, გენდერული ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების გამოვლენასა და მათზე რეაგირებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

თანამშრომელთა ტრენინგი შემდეგ საკითხებში: მონიტორინგი და შეფასება; სტრატეგიული გეგმის მომზადება; ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორკშოპი; კომპიუტერული პროგრამების შესასწავლ კურსებზე  გათვალისწინებლი არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის  ყოველდღიურად იმუშავებს ფსიქოლოგი, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. 2014-2015-2016 წლების ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა და აუდიტის დასკვნის მომზადება.

 

7.აპლიკანტი: ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა

პროექტის სათაური: ორგანიზაციის გაძლიერება შესაძლებლობების გაზრდაა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია, რომლის  მიზანია ორგანიზაციის მუშაობის განხილვა, შიდა პრობლემების გამოვლენა და ორგანიზაციის შემდგომი სტრატეგიის შემუშავება, დაესწრებიან ორგანიზაციის თანამშრომლები და მოხალისე ქურთ-ეზიდი გოგონები თელავიდან, რუსთავიდან და  მცხეთიდან. გარდა ამისა, ორგანიზაციის თანამშრომლებს და მოხალისეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები: მოხალისეობა; დიგიტალური აქტივიზმი; ორგანიზაციული დაგეგმვა; პიარი და კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა. ბოლოს მოეწყობა შემაჯამებელი შეხვედრა.

 

8.აპლიკანტი: მიგრაციის სახლი

პროექტის სათაური: „მიგრაციის სახლის“ სტრუქტურული ცვლილებები და სტრატეგიული განვითარება

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3თვე

მოთხოვნილი თანხა:5000 დოლარი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში ცვლილებების განხორციელებას და             

სტრატეგიულ განვითარებას, რათა  ნელ-ნელა იქცეს ძლიერ ინსტიტუციად რეგიონში.

შეიცვლოს ორგანიზაციის სახელწოდება: ა/ო “მიგრაციის სახლი”, - “განვითარებისა და               

მიგრაციის ინსტიტუტით”. დაიხვეწოს  შიდა რეგულაციები.

გაფართოვდეს მიზნები და ამოცანები და ორგანიზაციამ იმუშაოს ძირითადად ქალების               

ჩართულობასა და გააქტიურებაზე რეგიონში. ასევე, ამუშავდეს მოხალისეთა სისტემა და               

შეიქმნას აქტივისტ ქალთა ჯგუფი.