2017 წლის საგრანტო პროგრამის “ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

2017 წლის საგრანტო პროგრამისქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა“ ფარგლებში გაიცა 5 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტებია:

 

1.აპლიკანტი: ქალთა მზერა

პროექტის სათაური: რეგიონიდან სასწავლებლად თბილისში მიგრირებული სტუდენტი გოგონებისათვის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ჯგუფისთვის სპეციფიური ბარიერებისა და პრობლემების დღის წესრიგში დაყენება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 8თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის ფარგლებში თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის (რეგიონებიდან ჩამოსული) სტუდენტ გოგონებთან ერთად მოეწყობა საჯარო დისკუსიები: „შენი სხეული პოლიტიკური ბრძოლის ველია“, რაც ხელს შეუწყობს სახელწიფო უნივერსიტეტებში სხეულის პოლიტიკისა და ფემინისტური ბრძოლის დისკურსების შეტანას. გარდა ამისა, მომზადდება თარგმანები სხეულის პოლიტიკის შესახებ; ქალთა მზერის საიტისათვის მომზადდება პერსონალური ისტორიები ლბტ ქალების სპეციფიურ საჭიროებებზე აქცენტირებით; დამზადდება 6 ვიდეო რგოლი; პროექტის მეორე ფაზა გულისხმობს რეგიონში, კონკრეტულად ტყიბულში, მომზადებული მოხსენებებით გასვლასა და უვე ადგილზე ქალების ინფორმირებას.

 

2.აპლიკანტი: ქალთა საერთაშორისო ქსელი

პროექტის სათაური: ყველაფერი შენ შესახებ

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 11 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტი „ყველაფერი შენ შესახებ“ მიზნად ისახავს ონლაინ სივრცეში ახალგაზრდების ცხოვრებაზე მორგებული, ფემინისტური, სექს პოზიტიური (sex positive), არჩევანის თავისუფელაბზე ორიენტირებული, ტოლერანტული, ინკლუზიური, თანასწორი სექსუალური განათლების პრეცენდენტის შექმნას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ სივრცე, საიტი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სექსუალური განათლება ზოგადად, კონტრაცეფციის მეთოდები, სექსუალობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერი და ა.შ; საიტი უნდა იყოს ინკლუზიური სადაც ინფორმაცია მორგებული იქნება სხვადასხვა ჯგუფებს, როგორიცაა ლგბტ თემი, შშმ პირები.

 

3.აპლიკანტი: ქალები რეგიონის განვითარებისთვის

პროექტის სათაური: ცოდნა გვიცავს, განათლება გვაძლიერებს

რეგიონი: ოზურგეთი, სოფ. დვაბზუ

პროექტის ხანგძლივობა: 10 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფის ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება და გოგონებში   ინფორმირებულობის გაზრდა. პროექტის ამოცანებია: მოწყვლადი ჯგუფის ქალებსა და გოგონებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში; ცნობიერების ამაღლება   რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებში; ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული  უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება.

 

4.აპლიკანტი: ქალი და რეალობა

პროექტის სათაური:შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ცვლილებებისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგძლივობა: 8თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000დოლარი

პროექტის მიზანია შშმ ქალთა გაძლიერება   რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი უფლებების საკითხებში თვითადვოკატირებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: რეპროდუქციული და სქესობრივი უფლებების საკითხებთან დაკავშირებით შშმ ქალებში ცოდნის, შეხედულებების და ქცევის დონის გამოვლენისთვის ფოკუს ჯგუფებში მუშაობა (თბილისი, თელავი, გორი); ლექცია/სემინარების ჩატარება თემაზე “შშმ ქალთა უფლებები და შესაძლებლობები რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში“. პარალელურად განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, მოეწყობა საჯარო დისკუსიები, როგორც სოციალური ქსელის ჯგუფში „შშმ ქალთა და მათი მხარდამჭერთა ჯგუფი გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, ასევე  ტელე და რადიო სივრცეში.

 

5.აპლიკანტი: სოციალური ცვლილებების მხარდამჭერები

პროექტის სათაური: ქალთა რეპროდუქციული/სექსუალური  უფლებები ქალთა მჩაგვრელი კულტურული იმპერატივების კონტექსტში

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 8000 დოლარი

პროექტის მიზანია ქალთა რეპროდუქციულ უფლებებსა და სექსულურ თავისუფლებაზე  მჩაგვრელი გენდერული იმპერატივების/ნორმების უარყოფითი გავლენის რეპრეზენტაცია. პროექტის ამოცანებია:ქალთა რეპროდუქციული უფლებებისა  და სექსუალური თავისუფლების შემზღუდველი პატრიარქალური ნარატივების  ალტერნატიული ნარატივის შექმნა და გავრცელება  სოციალური ვიდეორგოლის გადაღების გზით; ქალთა რეპროდუქციული/ სექსუალური  ჯანმრთელობისა   და უფლებების  საკითხის  აქტუალიზაციის  მიზნით პოლიტიკის შემქმნელებში დისკუსიების ინიცირება.