2017 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, IV ფაზა -ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული მჩაგვრელი პრაქტიკის და დამოკიდებულების შეცვლა” ფარგლებში გაიცა 12 გრანტი

2017 წლის საგრანტო პროგრამისქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, IV ფაზა-ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული მჩაგვრელი პრაქტიკის და დამოკიდებულების შეცვლა” ფარგლებში გაიცა 12 გრანტი.

 

მხარდაჭერილი პროექტებია:

 

1.აპლიკანტი: კახეთის ბოშათა გაერთიანება „რომა“

პროექტის სათაური: ბოშა ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა

რეგიონი: კახეთი, დედოფლისწყარო

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის ფარგლებში, ქალაქ თელავში, 8 აპრილს (ბოშათა საერთაშორისო დღეს),  ჩატარდება კამპანია-გამოფენა  “ჩვენ  ვართ  ბოშა  ქალები“;პროექტის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, რომელთა  მიზანია ბოშა  გოგონების  და  ქალების ინფორმირება და ცნობიერების  ამაღლება  და  მათი ჩართვა საკუთარი უფლებების დაცვის პროცერსში.     

 

2.აპლიკანტი: ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი

პროექტის სათაური: ქალთა მიმართ ძალადობის ხელშემწყობი გენდერული და სოციალური ნორმების გამოვლენა და ჩანაცვლების ხელშეწყობა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000ფუნტი

პროექტის  მიზანია  საქართველოში  გავრცელებული  დამაზიანებელი  გენდერული/ სოციალური  ნორმებისა  და  გენერული  უთანასწორობის  ტრანსფორმაციის ხელშეწყობა,  ძალადობის  პრევენციის  ხელშეწყობა  დამაზიანებელი  სოციალური ნორმების ჩანაცვლების გზით. პროექტის ამოცანებია: იმ  სოციალური  ნორმების  იდენტიფიკაცია,  რომელიც  ხელს  უწყობს  ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში. პროექტის ფარგლებში განხორციელდება რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის ხელშემწყობი სოციალური ნორმების იდენტიფიკაცია.შედეგად შეიქმნება ელექტრონული პუბლიკაცია.

 

3.აპლიკანტი: არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისათვის

პროექტის სათაური: მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რელიგიური ჯგუფების ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო სიახლეებზე

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვადასხვა კანონებში („ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, იარაღის შესახებ საქართველოს კანონი, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა) მიღებული ცვლილებებისა და დამატებების შესახებ,  ასევე ევროსაბჭოს კონვენცია „ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბულის კონვენცია)“ შესახებ ინფორმაციის მიწოდება  და ამ საკითხებზე მუშაობა მედიასთან, თვითმმართველობის ორგანოებთან, რელიგიურ ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

 

4.აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონალური კომიტეტი

პროექტის სათაური: ქალი, გოგონა და ძალადობის დაფარული ფორმები

რეგიონი: კახეთი, გურჯაანი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000ფუნტი

პროექტის მიზნებია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების, ძალადობისა და გენდერული თანასწორუფლებიანობის მიმართ;მასმედიასთან თანამშრომლობა;ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის ფორმების დახვეწა;სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი რელიგიის წარმომადგენლებთან ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დაფარული ფაქტების საკითხებთან დაკავშირებით;ქალთა მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; გენდერული თანასწორუფლებიანობის მისაღწევად.

 

5.აპლიკანტი: საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება

პროექტის სათაური: მშვიდად, საჭესთან ქალია

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის ძირითადი მიზანია გენდერის ნიშნით, ქალი მძღოლების მიმართ, ძალადობის დაფარული ფორმების სამართლებრივი და პრევენციული საკითხების წინ წამოწევა და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლა. ასევე,  საქართველოში ავტოავარიების პრევენცია და მოხალიესობის კულტურის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში წინასწარ შერჩეულ მოხალისე გოგონებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რის შემდგომაც გაიმართება ფლეშ მობი.

 

6.აპლიკანტი: ქალები საზოგადოების განვითარებისთვის

პროექტის სათაური: რეალიზებული ქალი ძალადობის წინააღმდეგ

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზნები და ამოცანებია: 1. ქალების/გოგონების  ცნობიერების ამაღლება დაფარული ძალადობის შესახებ და ქვეყანაში არსებულ სერვისებზე ინფრომაციის მიწოდება; ქალებმა/გოგონებმა შეძლონ როგორც მათ მიმართ, ასევე გარშემომყოფთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გაცნობიერება, გააზრება, საკუთარი თავის მსხვერპლთან იდენტიფიცირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 2.      საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა/გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული დაფარული ძალადობის ფორმებისა და რეგიონში არსებული სერვისების შესახებ; ძალადობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების გზების გაცნობა. 3.      საზოგადოების მხრიდან, საკუთარი როლის მნიშვნელოვნების გააზრება ძალადობის აღმოფხვრის საკითხებში; 4. სავარაუდო/პოტენციური დაფარული ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერება შემდგომი პრევენციის მიზნით: ქალთა/გოგონათა სწორი პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა.

 

7.აპლიკანტი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

პროექტის სათაური: ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება და ლბტ თემის ხილვადობის გაზრდა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ლბტ თემის წევრების გაძლიერება, ინტერნალიზებული ჰომოფობიის შედეგებთან გამკლავება და სტრესულ სიტუაციებზე რეაგირების უნარების გამომუშავება და თემის ხილვადობის გაზრდა სტუდენტებსა და მოკავშირე ჯგუფებში. ამოცანებია: ლბტთემის წევრებისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნის მიწოდება; ლბტჯგუფის წევრთა თვითშეფასების ამაღლება, ემოციების მართვა და სტრესთან გამკლავების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება; ლბტთემის წევრების ცნობიერების ამაღლება  ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის შესახებ; ლბტთემის წევრებისთვის ფიზიკური თავდაცვის საბაზისო ტექნიკების სწავლება; თემისშესახებ მოკავშირე ჯგუფებსა და სტუდენტებთან შეხვედრა/დისკუსიების ჩატარება.

 

8.აპლიკანტი: “ძალადობის  მსხვერპლ  ქალთა კლუბი“  და  „ინტერნაციონალური ერთობა“

პროექტის სათაური: „ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფორმების გამოვლენა, ცნობიერების ამაღლების გზით“

რეგიონი:  სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე

როექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ  ძალადობის   აღმოფხვრა და საბოლოო    ჯამში არაძალადობრივი გარემოს შექმნა გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.  შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და სოციალური სამსახურის  წარმომადგენლებთან  შეხვედრების ჩატარება და  ძალადობის ფაქტების შესახებ  მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე   დაყრდნობით მდგომარეობის შესწავლა,  ფლაერების დაბეჭდვა და დარიგება.

 

9.აპლიკანტი:   გეა  XXI 

პროექტის სათაური:მე ვიცავ ჩემი და დედაჩემის უფლებებს

რეგიონი:  სამეგრელო, ზუგდიდი

როექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000ფუნტი

პროექტის მიზანია გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის შესახებ   საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  და არსებული სტერეოტიპების დაძლევახელოვნების გზით. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები: თოჯინების საბავშვო თეატრის შექმნა ლიტვური თოჯინების საბავშვო თეატრის მოდელზე დაყრდნობით; სპეკტაკლის დადგმა და სოფლებში ჩვენება (თემა: თუ სად იწყება გენდერული ძალადობა და მისი გავლენა ოჯახზე).

 

10. აპლიკანტი:  ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის

პროექტის სათაური:  სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ

რეგიონი:  თბილისი

როექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:  3000 ფუნტი

პროექტის მიზანია სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელების გზით. შესაბამისად პროექტის დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები: ტრენინგ პროგრამისა და მოდულის მომზადება სკოლაში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის საკითხებზე; ტრენინგების ჩატარება სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მშობლებისა და თემის წევრებისათვის.  თემატიკა იქნება   შემდეგი: გენდერი, გენდერული როლები და სტერეოტიპები, გენდერული ნიშნით ძალადობა სკოლებში, არაძალადობრივი სტრატეგიების გამოყენება, კონფლიქტების მართვა და სხვ.

 

11.აპლიკანტი:  ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფის რეაბილიტაციისათვის                       

პროექტის სათაური:ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ან ძალადობრივი დანაშაულისათვის გასამართლებულ ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მუსიკალური თერაპიის გზით

რეგიონი:  თბილისი

როექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა:  3000 ფუნტი

პროექტის მიზნებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ან ძალადობრივი დანაშაულის გამო გასამართლებულ  ქალთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ქალების მიერ სასჯელის ვადის ეფექტურად გამოყენება, სოციალური კავშირების შენარჩუნება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და დასაქმებაში ხელშეწყობა  მუსიკალური თერაპიის გზით.  ცნობილ მუსიკოსებთან შეხვედრის მოწყობა, ალბომის ჩაწერა- გამოცემა, პრეზენტაცია, პოპულარიზაცია.

 

12.აპლიკანტი:  აკესო  

პროექტის სათაური: ნარკოტიკების მომხარებელი, ძალადობის მსხვერპლი დედები

რეგიონი:  თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3000 ფუნტი

პროექტის მიზანია  ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისადმი არსებული სტიგმის და ძალადობის ნეგატიური შედეგების შემცირება, სპეციფიური პრობლემის შესახებ საზოგადოების ფართო ფენების  ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზე, თუ რამდენად  მძიმეა სამიზნე ჯგუფისთვის მშობლის ფუნქნციის შესრულება  ნარკოტიკის მომხმარებლის სტატუსის გამო. მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში  მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება  და  შესაბამისი საადვოკაციო სამუშაოების გაწევა.  პროექტის განხორციელება დაგეგმილია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.