ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის

1.აპლიკანტი: ქალთა საინფორმაციო ცენტრი (მაია რუსეცკი)

პროექტის სათაური: ,,ქალთა მოძრაობის ისტორია - განვლილი გზა“

რეგიონი:  ქ. თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3500  ევრო

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალთა მოძრაობისა და ფემინიზმის განვითარების შესახებ დოკუმენტური ფილმის მომზადებას, სადაც თავს მოიყრის ისტორიული მეხსიერება, რომელიცდოკუმენტირებისგარეშეშესაძლებელიადროთაგანმავლობაშიდაიკარგოსანარასწორი ინეტერპრეტაციით შემორჩეს. ამისთვის  გამოთხოვილი იქნება ტელევიზიაში  არსებული საარქივო  მასალები  და ასევე,  გამოყენებული  იქნება   ქალთა   საინფორმაციო ცენტრის ვიდეო არქივი. ჩაიწერება ინტერვიუებისხვადასხვა თაობის ქალ უფლებადამცველებთან/ფემინისტებთან, თუ როგორ შეიქმნა და განვითარდა ქალთა მოძრაობა საქართველოში, რა ნაბიჯები გადაიდგა, რა ცვლილებების მოხდენა შეძლო და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო ამ კუთხით. დოკუმენტური ფილმი ,,ქალთა მოძრაობის ისტორია – განვლილი გზა“, გამოყენებული იქნება სასწავლო მიზნებისთვის.

 

2.აპლიკანტი: ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფი (მარიამ თოფჩიშვილი)

პროექტის სათაური: „დაილოგი წარსულთან“

რეგიონი:  ქ. გორი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3500 ევრო

პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნება  ფემინისტ-მკვლევართა ჯგუფი.  აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივი მუზეუმებისა და საარქივო ჩანაწერების დახმარებით შეისწავლიან საკუთარ რეგიონებში ქალთა წარსულ საქმიანობას, ქართველი ფემინისტების ისტორიებსა და ფემინისტური აქტივიზმის ხასიათს.  კვლევის პარალელურად დაიწყება დოკუმენტური ფილმის გადაღება კვლევის შედეგად მიღებულ მასალაზე. ფილმთან ერთად მომზადდება ბეჭდური დოკუმენტი, სადაც ფემინისტების ისტორიებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მასალა თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმის შესახებ. დოკუმენტის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იქნება მუზეუმებში და არქივებში დაცული ნეგატივები, რომელთა ციფრულ ვერსიად გადაქცევასაც საინიციატივო ჯგუფი უზრუნველყოფს.  გაიმართება ფილმისა და ბეჭდური მასალის პრეზენტაცია, რაც დასრულდება დისკუსიით თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმის ხასიათის, ფემინისტურ თაობებს შორის არსებული პრობლემებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

 

3.აპლიკანტი: კავშირი საფარი(ბაია პატარაია)

პროექტის სათაური: “სამი თაობის დიალოგი ფემინისტურ წარმატებაზე და წარუმატებლობაზე”

რეგიონი:  ქ.თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 3500 ევრო

პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი კონფერენციის მოწყობა: „ქართული ფემინისტური ბრძოლის მიღწევები და გამარჯვებები” და “ქართული ფემინისტური ბრძოლის წარუმატებელი მაგალითები და მიღებული გამოცდილება“, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვუსმინოთ სხვადასხვა თაობის ფემინისტებს. კონფერენციების შემდეგ გაიმართება დისკუსია, მოხდება მისი ვიდეო დოკუმენტირება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება და გამოიცემა პუბლიკაცია, სადაც მოცემული იქნება ნარატიული მასალა სხვადასხვა თაობის ფემინისტისგან “ფემინისტების დღიურები” და ასევე ანალიტიკურ კვლევა, სადაც მიმოხილული იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სხვადასხვა პერიოდები. მოეწყობა პრეზენტაცია/დაჯილდოება/ცოცხალი ბიბლიოთეკა, მოხდება კონფერენციებისა და დასკვნითი ღონისძიების ვიდეო და ფოტო გადაღება. მასალა განთავსდება ინტერნეტ-სივრცეში.