ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



ჟანა გლადკო - „ძალის პროვოცირება” 25.3.2016
სახელოვნებო ორგანიზაცია გეოეარმა, „ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მოაწყო ბელარუსი ხელოვანის, ჟანა გლადკოს პერსონალურ გამოფენა.
ქალთა უფლებებზე და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და ჯგუფების განცხადება 17.3.2016
ქალთა უფლებებზე და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფებივეხმიანებით საქართველოში ადამიანთაპირადიცხოვრებისხელშეუხებლობისუფლებისდარღვევის ფაქტებს, ვგმობთ ბოლო დროს განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ დანაშაულის დროულ და ეფექტურგამოძიებაზე მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.
საქართველოში ქალთა მოძრაობის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისა და სტრატეგირებისათვის 02.3.2016
2016 წლის 20-21 თებერვალს, ქალთა ფონდის ინიციატივით, ბორჯომში (სასტუმრო „ბორჯომი პალასი“) შედგა შეხვედრა „საქართველოში ქალთა მოძრაობის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისა და სტრატეგირებისათვის“.
ტრენერთა ტრენინგი დიგიტალურ უსაფრთხოებაში 09.2.2016
2016 წლის 26-30 იანვარს, ქალთა ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან Front Line Defenders და Tactical Technology Collective თანამშრომლობით თბილისში ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი დიგიტალურ უსაფრთხოებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალთა უფლებების დამცველებმა საქართველოდან და სომხეთიდან.
ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა-არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე 29.1.2016
ქალთა ფონდმა გერმანულ ქალთა ფონდ ფილიასთან ერთად 2015 წლის ზაფხულში დაიწყო პარტნიორული პროგრამის “ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა-არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე" განხორციელება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გაძლიერება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის, ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია ახალგაზრდა ქალები და გოგონები - 14-დან 24 წლამდე.
კატო მიქელაძის პრემიის დაჯილდოვება - 2015 16.12.2015
2015 წლის 12 დეკემბერს, ბათუმში გაიმართა კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებულის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია. კატო მიქელაძის პრემია ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა, რომლის მიზანია ქალი უფლება დამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.
კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2015 24.9.2015
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
“ქალები თბილისის დასახმარებლად” 17.6.2015
„ქალთა ფონდი საქართველოში“ იწყებს სახსრების მობილიზაციის კამპანიას გადაუდებელი საჭიროებებისათვის, რომელიც სრულად მოხმარდება 13-14 ივნისის ტრაგედიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე მიმართულ ქალთა კომპლექსურ და ეფექტიან ინიციატივებს, იქნება ეს დაზარალებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილატაცია, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ჯანმრთელობა, იურიდიულ დახმარება თუ სხვ.
„სიკეთე ყოველთვის მოდაშია“ 28.4.2015
2015 წლის 28 აპრილს, ქალთა ფონდმა საქართველოში ევროპის სახლის მხარდაჭერით განახორციელა საქველმოქმედო პროექტი „სიკეთე ყოველთვის მოდაშია“ და მოაწყო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდა ორგანიზაციის „გადარჩენილები მომავლისთვის“ ბენეფიციარებს, კერძოდ კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
ტრენინგი - „ფონდების მოზიდვა და რესურსების მობილიზაცია“ 2015 20.4.2015
15-17 აპრილს, წოდორეთში, ქალთა ფონდმა გამართა ტრენინგი - „ფონდების მოზიდვა და რესურსების მობილიზაცია,“ რომელიც მიზნად ისახავდა ფონდების მოძიების თანამედროვე და განსხვავებულ ხერხებს - როლური თამაშებით, სიმულაციური სიტუაციებით და დონორთან ურთიერთობის სხვდასხვა საშუალებით.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED