ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



პროექტი „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ 20.1.2014
ქალთა ფონდმა გეოეართან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ - ფანდრაიზინგის კამპანია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მხატვრები, მოქანდაკეები, ფოტოგრაფები და თავიანთი ნამუშევრები შემოგვწირეს გამოფენა-გაყიდვისთვის, რომელიც გაიმართა 2013 წლის 20 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიაში. კამპანიის ფარგლებში შეგროვილმა თანხამ სულ შეადგინა 5,806 ლარი. თანხა სრულად მოხმარდა შშმპ ქალთა პრობლემებს, კერძოდ, 2014 წლის თებერვალში პროექტის ბენეფიციარებმა ფონდს მიმართეს საგრანტო განაცხადებით, რომელიც ეხებოდა მათ პროფესიულ განვითარებას და ამდენად, მათ შემდგომ დასაქმებას.
კატო მიქელაძის პრემია საქართველოში ქალთა უფლებების დამცველებისათვის 10.12.2013
ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც იგი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კამპანია "ქალები იმარჯვებენ" 24.11.2013
ქალთა ფონდმა საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ფრიზბის გოგონების გუნდს Dragonflies / Ultimate Frisbee Team in Georgia 24 ნოემბერს ფრიზბის შეჯიბრით დაიწყო კამპანია "ქალები იმარჯვებენ."
Pirate Party 21.9.2013
2013 წლის 21 სექტემბერს ქალთა ფონდმა საქართველოში მეკობრეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყო საქველმოქმედო წვეულება "Pirate Party". ღონისძიება ცნობილ მეკობრე ქალს, ენ ბონის მიეძღვნა.
მარიამის დაბადების დღე 22.7.2013
2013 წლის 19 ივლისს, ფონდის პროგრამის კოორდინატორმა, მარიამ გაგოშაშვილმა თავისი დაბადების დღე აღნიშნა ქალთა ფონდის ოფისში. ეს განსაკუთრებული დღე მან მიუძღვნა გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას და გადაწყვიტა, საჩუქრების ნაცვლად, მეგობრებისგან მიეღო ფულადი შემოწირულობა საქართველოში ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად.
ორგანიზაციული ქოუჩინგი ქალთა ფონდში 16.7.2013
2013 წლის ივნის-ივლისში, ქალთა ფონდის თანამშრომლებმა გაიარეს ორგანიზაციული ქოუჩინგის კურსი, რომელიც კერსტინ კაამანმა, „ქოაჩ თბილისის“ წარმომადგენელმა ჩაატარა.
ინდური საქველმოქმედო წვეულება 07.7.2013
2013 წლის 7 ივლისს ქალთა ფონდმა საქართველოში თავის ოფისში მოიწვია მხარდამჭერები საქველმოქმედო ინდურ წვეულებაზე.
Keep Smiling - საქველმოქმედო კინოჩვენება-დისკუსია 21.6.2013
2013 წლის 21 ივნისს, ევროპის სახლში ქალთა ფონდმა საქართველოში გამართა საქველმოქმედო კინოჩვენება და დისკუსია.
Z for Zulu ქალთა უფლებებისთვის 20.6.2013
2013 წლის 13 ივნისს 9 საათზე გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „მტკვარზე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა Z for Zulu. სტუმრებს საშუალება მიეცათ კარგი მუსიკის მოსმენასთან ერთად, თანადგომა გამოეხატათ ქალთა პრობლემების მიმართ საქართველოში. ამასთანავე, მსმენელებმა ფულადი დახმარება გაუწიეს ფონდს. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს.
ფემინისტური თექის სახელოსნო 09.6.2013
2013 წლის 8 და 9 ივნისს ქალთა ფონდის ოფისში მოეწყო ფემინისტური თექის სახელოსნო, რომელმაც უმასპინძლა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის, პარტიზანი გოგოების და ქალთა ფონდის წევრებს. სახელოსნოს გაუძღვა ორი ფემინისტი არტისტი ამერიკიდან - მელისა პოტერი და მირიამ შაერი.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED