ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



საქველმოქმედო კინოჩვენება და დისკუსია 13.5.2013
2013 წლის 13 მაისს 19 საათზე ქალთა ფონდმა საქართველოში გეოეართან და ორგანიზაცია „იდენტობასთან“ თანამშრომლობით გამართა საქველმოქმედო კინოჩვენება. ღონისძიებაზე აჩვენეს ორი ფილმი და მოაწყვეს დისკუსია გეოეარის რეზიდენტ დიანა მაკკარტისთან.
დასრულდა ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის 3 წლიანი პროგრამა 24.4.2013
3 წლიანი პროგრამა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში” წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცვა: შიდა ქართლის 19 სოფელი და დევნილთა 4 დასახლება; კახეთის 10 სოფელი; იმერეთის 8 სოფელი; რაჭის 7 სოფელი. ყველა დაგეგმილი საქმიანობა განხორციელდა განაზღვრულ ვადებში დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი” 15.4.2013
2013 წლის აპრილში ქალთა ფონდმა საქართველოში თავისი გრანტის მიმღებთათვის ჩაატარა 5 დღიანი ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი”, რომელიც საგანგებოდ იყო გამიზნული იმ აქტივისტებისათვის, ვისაც ცოდნის ამაღლება სჭირდება ქალთა უფლებების, გენდერის, სექსუალობის, ფემინიზმის და ფანდრაიზინგის საკითხებში (მონაწილეობა მიიღო 11-მა ქალმა).
ქალთა ფონდის შეხვედრა გრანტის მიმღებებთან და მხარდამჭერებთან 06.4.2013
ახალ ოფისში გადასვლასთან დაკავშირებით ფონდს ესტუმრნენ გრანტის მიმღებები და მხარდამჭრები
ქალთა ფონდის ახალი მისამართი 29.3.2013
ქალთა ფონდმა შეიცვალა ოფისი. ჩვენი ახალი მისამართია: თბილისი 0177, სერგო ზაქარიაძის ქ#8, მე–4 სადარბაზო, 1 სართული, ბინა#74. ტელეფონის ნომერი: +995 322 399998.
უთქმელი ისტორიები 11.3.2013
2013 წლის 8 მარტს (18:00 სთ–ზე) გალერეა „არტ ავენიუში“, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით ღონისძიება „უთქმელი ისტორიები“ გაიმართა.
“Women`s Rights – Art in Action” 14.2.2013
ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს –“Women`s Rights – Art in Action”, რომლის მიზანია ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქუჩის პერფორმანსები: One Billion Rising (მილიარდი ამბოხებული) Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი) და ქართველი ქალი არტისტების ნამუშვრების გამოფენა „Auto Nomos (პირადი კანონი), თემაზე ქალთა სექსუალური უფლებები და გამოცდილებები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მხარდაჭერა 06.2.2013
“ქალთა ფონდი საქართველოში” აგროვებს ფულს ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფისათვის საქართველოში _ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის.
კარაოკე party 01.2.2013
2013 წლის წლის 1 თებერვალს Locrian Bar-ში ქალთა ფონდმა საქართველოში მოაწყო საქველმოქმედო წვეულება „კარაოკე party“. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მიერთვათ გლინტვეინი და მონაწილეობა მიეღოთ სიმღერის კონკურსში. ხმათა უმრავლესობით ორი გამარჯვებული გამოვლინდა და ჯილოდ iPod Shuffle მიიღო! ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს.
კონკურსი ვიდეოს დამზადებაზე - ქალთა მოძრაობის მიღწევები მსოფლიო მასშტაბით 21.1.2013
ქალთა ფონდი საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “Women` s Rights – Art in Action”, რომლის მიზანიცაა ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდი იწყებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას 8 მარტთან, ქალთა საერთაშორისო დღესთან, დაკავშირებით. ამ დღეს მთელს მსოფლიოში ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიღწევებს აღნიშნავენ.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED