ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



საქველმოქმედო წვეულება – „ბოშა party“ 29.12.2012
2012 წლის 29 დეკემბერს, 20:00 საათზე, ქალთა ფონდმა საქართველოში მოაწყო საახალწლო საქველმოქმედო წვეულება „ბოშა party“, რომელიც ჩატარდა კაფე „თანასწორობის ფრონტლაინში“ (თაყაიშვილის ქუჩა #3). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღო კახეთის ბოშათა გაერთიანებამ „რომა“, ქალთა ფონდის გრანტის მიმღებმა, საქართველოში მოქმედმა პირველმა ბოშათა ორგანიზაციამ, რომელიც ბოშა ქალების უფლებებზე მუშაობს.
დიახ, საჭესთან ქალია! 24.12.2012
დიახ, საჭესთან ქალია! - ამ სლოგანით გაიმართა ავტო და მოტომოყვარულთა შეჯიბრი, რომელიც ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ფედერაციის წარმომადგენლებს სკეიდერებისა და პარკურის ფედერაციაც შეუერთდა.
მულტიდისციპლინური ექსპოზიცია – PHOBIA 18.12.2012
2012 წლის 18 დეკემბერს გალერეა ART AVENUE -ში მოეწყო მულტიდისციპლინური ექსპოზიცია – PHOBIA (ფოტო – მუსიკა – ვიდეო) ია მჭედლიშვილის, ლაშა ბერაიას და თორნიკე შენგელიას მონაწილეობით. გამოფენა 25 დეკემბრამდე გაგრძელდა. პროექტის სპონსორი – ქალთა ფონდი საქართველოში!
ძალა გართობაშია! 11.12.2012
2012 წლის 10 დეკემბერს ქალთა ფონდიმა საქართველოში მოაწყო გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის დასკვნით ღონისძიება „ძალა გართობაშია“, რომელშიც კაცმა მუსიკოსებმა საკუთარ პოზიცია დააფიქსირებეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობა გამოუცხადებეს ქალებს. გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიანი კამპანია მთელს მსოფლიოში აღინიშნება და იწყება 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და მთავრება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ქალთა ფონდის სტატია ფილანთროპიის გლობალურ ბლოგზე "Latest from Alliance" 04.12.2012
2012 წლის 3 დეკემბერს ქალთა ფონდის სტატია ფილანთროპიის საერთაშორისო ბლოგზე "Latest from Alliance" გამოქვეყნდა. სტატია სათაურით "ფემინისტური ფილანთროპიის დანერგვა – ქალთა ფონდის გამოცდილება" ასახავს საქართველოში ფონდის საქმიანობას ადგილობრივი ფილანთროპიის, კერძოდ კი ფილანთროპიის ფემინისტური მოდელის, განვითარების კუთხით.
საქველმოქმედო კონცერტი- „არა ძალადობას!“ 28.11.2012
2012 წლის 28 ნოემბერს ქალთა ფონდმა საქართველოში გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში მოაწყო საქველმოქმედო კონცერტი არა ძალადობას! მეგი გოგიტიძისა და ბენდის მონაწილეობით. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ქალთა ფონდის საქმიანობის შესახებ.
ღია კარის საგრანტო პროგრამა 2012 09.11.2012
ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, რომელიც შეესაბამება ფონდის მთავარ პრიორიტეტებს, გარდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა. საგრანტო თანხა განსაზღვრულია და შეადგენს 500-იდან 3000-მდე ლარს.
ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა 2012 06.11.2012
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა”. კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ქალთა და ქალთა უფლებების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას, და მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, არადისკრიმინაციული კულტურის დანერგვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.
შეხვედრა გრანტის მიმღებებთან 29.10.2012
2012 წლის 29, 30, 31 ოქტომბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“, ქალთა ფონდმა მოაწყო სამდღიანი შეხვედრა გრანტის მიმღებებთან, თავისი პროგრამების შედეგებისა და გავლენების შესაფასებლად.
ნატურალური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა 29.10.2012
2012 წლის 29 ოქტომბერს, სასტუმრო "ვერე პალასში", ქალთა ფონდმა საქართველოში გამართა თავისი გრანტის მიმღებების მიერ ნაწარმოები ნატურალური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED