ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



სტრატეგიული თანამშრომლობა ფილანთროპიული პრაქტიკის დანერგვისთვის 25.10.2012
2012 წლის 25 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი–მერიოტში ქალთა ფონდმა, ფონდ "ტასოსთან" ერთად, მოაწყო შეხვედრა ბიზნესთან “სტრატეგიული თანამშრომლობა ფილანთროპიული პრაქტიკის დანერგვისათვის”. შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოში ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარების ხელშეწყობა.
ფილმის ჩვენება და Cocktail Party 13.10.2012
შაბათს, 13 ოქტომბერს, 19:00 საათზე "ქალთა ფონდმა საქართველოში" მოაწყო ქართველი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის ფილმის ჩვენება - „მარილივით თეთრი“. გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 11 ოქტომბერი გამოცხადდა „გოგონათა საერთაშორისო დღედ“ (International Day of the Girl Child) და წელს პირველად აღინიშნა. "ქალთა ფონდი საქართველოში" შეუერთდა ინიციატივას და ღონისძიებას ამ დღეს მიუძღვნა, რადგან გოგონები საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, დგანან უსამართლობისა და უთანასწორობის პრობლემების წინაშე.
Riot Grrls @ Frontline Cafe 02.10.2012
2012 წლის28 სექტემბერს,„ქალთა ფონდმა საქართველოში“მოაწყო საქველმოქმედო დისკუსია ლეგენდარული ფემინისტური პანკ–როკ მოძრაობის – Riot Grrls-ის წევრებთან თემაზე– „არტი და ფემინისტური აქტივიზმი“,რომელსაც კაფე „ფრონტლაინმა“ უმასპინძლა.
კონკურსი ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამების გარე შეფასებაზე 06.9.2012
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს კონკურსს ქალთა ფონდის საგრანტო პროგრამების გარე შეფასებაზე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 2012 წ. იხილეთ ამ განაცხადის სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
DANCE 2 CHANGE part 2 21.7.2012
ქალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 21 ივლისს მოაწყო საქველმოქმედო კონცერტი – DANCE 2 CHANGE part 2 ჯგუფი Kung Fu Junkie – ს მონაწილეობით.
ფილმების ჩვენება და დისკუსია - „მიგრაციის ფემინიზაცია და საქართველო“. 29.6.2012
2012 წლის 29 ივნისს ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ფილმების ჩვენება და დისკუსია - „მიგრაციის ფემინიზაცია და საქართველო“. ღონისძიების მიზანი იყო მიგრაციის ფემინიზაციაზე, როგორც თანამედრიოვე სოციალურ მოვლენაზე მსჯელობა, ასევე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე საუბარი ქართული რეალობის გათვალისწინებით, რადგან არაოფიციალური მონაცემებით საქართველოდან ემიგრირებულია მილიონი ადამიანი, რომელთა 65% ქალები წარმოადგენენ.
ქალთა ფონდი სან ფრანცისკოში 25.5.2012
2012 წლის 9 მაისს ქალთა ფონდმა მოაწყო ღონისძიება სან ფრანცსიკოში, რომელსაც მასპინძლობდა ფონდის დიდი ხნის პარტნიორი და მხარდამჭერი - ქალთა გლობალური ფონდი. მოწვეულმა სტუმრებმა ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორისა და პროგრამის კოორდინატორისაგან მიიღეს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ, გაიზიარეს ქართველი ფემინისტი აქტივისტების ისტორიები და მოისმინეს ქართული მუსიკა.
„ქალი სამზარეულოს მიღმა“ 28.4.2012
ალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 28 აპრილს, მოაწყო საქველოქმედო ლიტერატურულ-კულინარიული საღამო „ქალი სამზარეულოს მიღმა“. ღონისძიება მიეძღვნა მწერალს და საზოგადო მოღვაწეს ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძეს.
Vagina Cake Party 01.4.2012
ქალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 1 აპრილს მოაწყო საქველოქმედო წვეულება „Vagina Cake Party”, სადაც სტუმრებს ვაგინა ნამცხვრებით გაუმასპინძლდა. წვეულებაზე მოეწყო ფემინისტური ხელოვნების ნიმუშების სლაიდ–შოუ და პრეზენტაცია ქალთა ფონდის საქმიანობის შესახებ. ასევე გაიმართა კონკურსი ვაგინის ხატვაში, გამარჯვებული სახალისო პრიზით დაჯილდოვდა. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს.
ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი” 13.3.2012
2012 წლის მარტში ქალთა ფონდმა თავისი გრანტის მიმღებთათვის ჩაატარა 5 დღიანი ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი”, რომელიც საგანგებოდ იყო გამიზნული იმ აქტივისტებისათვის, ვისაც ცოდნის ამაღლება სჭირდება ქალთა უფლებების, გენდერის, სექსუალობის, ფემინიზმის და ფანდრაიზინგის საკითხებში (მონაწილეობა მიიღო 15-მა ქალმა).

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED