ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



Vagina Cake Party 01.4.2012
ქალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 1 აპრილს მოაწყო საქველოქმედო წვეულება „Vagina Cake Party”, სადაც სტუმრებს ვაგინა ნამცხვრებით გაუმასპინძლდა. წვეულებაზე მოეწყო ფემინისტური ხელოვნების ნიმუშების სლაიდ–შოუ და პრეზენტაცია ქალთა ფონდის საქმიანობის შესახებ. ასევე გაიმართა კონკურსი ვაგინის ხატვაში, გამარჯვებული სახალისო პრიზით დაჯილდოვდა. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს.
ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი” 13.3.2012
2012 წლის მარტში ქალთა ფონდმა თავისი გრანტის მიმღებთათვის ჩაატარა 5 დღიანი ტრენინგი “გენდერი, სექსუალობა და ფემინიზმი”, რომელიც საგანგებოდ იყო გამიზნული იმ აქტივისტებისათვის, ვისაც ცოდნის ამაღლება სჭირდება ქალთა უფლებების, გენდერის, სექსუალობის, ფემინიზმის და ფანდრაიზინგის საკითხებში (მონაწილეობა მიიღო 15-მა ქალმა).
გამოფენა-დისკუსია –“სხვა 8 მარტი” 08.3.2012
სახელწოდება გამოხატავს 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის - მიმართ საბჭოთა პერიოდში შექმნილი დამომოკიდებულებისადმი პროტესტს და ყურადრებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია დღეს ქალებისთვის საქართველოში. 8 მარტი „ყვავილების ჩუქების რიტუალის“ ნაცვლად ქალთა უფლებების დაცვასთან და საზოგადოებრივ პროცესებში მათ სრულფასოვან მონაწილეობასთან უნდა იყოს ასოცირებული.
„კანონი ქალის სამსახურში“ 13.2.2012
2012 წლიდან ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციამ _ “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, მუშაობა დაიწყო პროექტზე _ „კანონი ქალის სამსახურში“
საქველმოქმედო წვეულება - Bloody Mary Party 28.1.2012
ქალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 28 იანვარს მოაწყო საქველმოქმედო წვეულება –Bloody Mary Pary. წვეულებაზე მოეწყო ფემინისტური ხელოვნების ნიმუშების სლაიდ– შოუ. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს
ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი ქალთა ფონდის თანამშრომლებისა და გრანტის მიმღებთათვის 08.12.2011
23-26 სექტემბერს, ქობულეთში, ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდნენ სერბეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები სანდრა ლუბინკოვიჩი და ელენა ჯორჯევიჩი, რომლებიც მუშაობენ გენდერის, ქალთა უფლებებისა და ფემინისტური აქტივიზმის თემებზე ბალკანეთში და მთელს მსოფლიოში. კურსი საგანგებოდ ქალთა უფლებების დამცველთათვის არის შემუშავებული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გააზრებას ემსახურება.
ღია კარის საგრანტო პროგრამა 2011 01.12.2011
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ღია კარის საგრანტო პროგრამას ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის ქალთა აქტუალური საჭიროებების მხარდასაჭერად საქართველოში.
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა 2011 01.12.2011
ქალთა ფონდი საქართველოში სწრაფი რეაგირების ფონდთან (UAF) თანამშორმლობით აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გრანტების სწრაფად და დროულად გაცემას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.
Dance 2 Change 25.11.2011
2011 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით, ქალთა ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი - Dance 2 Change.
საქველმოქმედო საღამო - „მზე დამაქვს ხურჯინით“ 27.10.2011
2011 წლის 27 ოქტომბერს ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო საღამო „მზე დამაქვს ხურჯინით" ნარკორტიკული დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებული ქალებისთვის. მომღერალმა მეგი გოგიტიძემ, ვარსკვლავების აკადემიის ფინალისტმა, საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი შემოქმედება - სიმღერები და ლექსები. ღონისძიება გაიმართა მაგთი კლუბში, რუსთაველის გამზირი # 22.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED