ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



2007 წლის I საგრანტო კონკურსი 01.7.2007
ფონდის საგრანტო კონკურსი "ახლადშექმნილი ქალთა ჯგუფების ორგანიზაციული განვითარება საქართველოს რეგიონებში" გამოცხადდა 2007 წლის მაისში. კონკურსის მიზანი იყო ქალთა ჯგუფების გაძლიერება, მათი ინიციატივებისა და საქმიანობის ეფექტურ წარმართვა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალთა 23 ორგანიზაციამ.
“გასათხოვარი – განათხოვარი – გაუთხოვარი” 25.3.2007
2007 წლის 25 მარტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა აქცია სახელწოდებით "გასათხოვარი - განათხოვარი - გაუთხოვარი".
2007 წლის II საგრანტო კონკურსი 01.1.2007
ქალთა ფონდმა საქართველოში კონკურსი „ხმა აიმაღლე სექსიზმის წინააღმდეგ" მცირე გრანტების მოსაპოვებლად ინდივიდებისა და ქალთა ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა 2007 წლის ნოემბერში. კონკურსის მიზანი იყო მასმედიისა (ბეჭვდითი, აუდიო, ვიდეო) და ვიზუალური ხელოვნების საშუალებების გამოყენებით პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის შესახებ მგრძნობელობის ამაღლება და არსებული სექსისტური ტენდენციების დაძლევა.
2006 წლის II საგრანტო კონკურსი 01.11.2006
ფონდის მეორე საგრანტო კონკურსი "ქალთა აქტივიზმის პოპულარიზაცია" გამოცხადდა 2006 წლის ოქტომბერში. კონკურსის მიზანი იყო ქალთა ორგანიზაციების ხელშეწყობა, ქართული საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის პოპულარიზაციის გზით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალთა 18 ორგანიზაციამ.
ქალთა გლობალური ფონდის შეხვედრა საქართველოში 01.7.2006
2006 წლის ივნისში თბილისში ჩატარდა ქალთა გლობალური ფონდის შეხვედრა საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილ ქალთა ორგანიზაციებთან (3 ივნისს) და ქალთა გლობალური ფონდის კავკასიური ფორუმი (5-7 ივნისს), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ქალთა ორგანიზაციებმა.
2006 წლის I საგრანტო კონკურსი 01.5.2006
ფონდის პირველი საგრანტო კონკურსი "ქალთა უფლებები და სოციალური სამართლიანობა" მცირე გრანტების მოსაპოვებლად ქალთა რეგიონალური ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადდა 2006 წლის აპრილში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 53 ქალთა საინიციატივო ჯგუფმა და ორგანიაციამ საქართველოს ყველა რეგიონიდან.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED