ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2014 07.10.2014
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი 2014 21.7.2014
2014 წლის 11-13 ივლისს, მანგლისში, ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი. კურსი საგანგებოდ ქალთა უფლებების დამცველთათვის არის შემუშავებული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გააზრებას ემსახურება.
მისი სახლი 18.7.2014
ქალთა ფონდმა საქართველოში ასოციაცია არტისტერიუმთან და ევროპის სახლთან თანამშრომლობით განახორცილა პროექტი „მისი სახლი“- უსახლკარო, მარტოხელა დედების მხარდასაჭერად.
აგრობიზნესში მეწარმე ქალების ჩართულობის ხელშეწყობა 11.7.2014
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი, საქართველოში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის იწყებს პროექტს „აგრობიზნესში მეწარმე ქალების ჩართულობის ხელშეწყობა“, რომელსაც შიდა ქართლის რეგიონში განახორციელებს „თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევებისა და კონსულტაციების ჯგუფი“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“.
ქალთა ფონდი საქართველოში აგროვებს ფინანსურ სახსრებს 15 უსახლკარო ქალისთვის! 11.6.2014
ქალთა ფონდი საქართველოში აგროვებს ფინანსურ სახსრებს 15 უსახლკარო ქალისთვის, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არის მრავალმხრივ დისკრიმინირებული. ამ ადამიანებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ გააჩნიათ, მაშინ როცა მათ შორის არიან მარტოხელა დედები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები.
2014 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები 16.5.2014
2014 წლის საგრანტო პროგრამის "ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა" ფარგლებში გაიცა 11 გრანტი.
"ფემინისტური 8 მარტი" 08.3.2014
ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა აღნიშნა კლუბში "ფრონტლაინ ჯორჯია", 2014 წლის 8 მარტს, ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების პრეზენტაციით - "ფემინისტური 8 მარტი", რომელიც მიეძღვნა ფემინისტური აქტივიზმის წარსულსა და დღევანდელობას საქართველოში.
სტრატეგირების შეხვედრა - გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმები. 31.1.2014
2014 წლიდან ქალთა ფონდმა დაიწყო მუშაობა ახალ საგრანტო პროგრამაზე „გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმები“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
პროექტი „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ 20.1.2014
ქალთა ფონდმა გეოეართან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ - ფანდრაიზინგის კამპანია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მხატვრები, მოქანდაკეები, ფოტოგრაფები და თავიანთი ნამუშევრები შემოგვწირეს გამოფენა-გაყიდვისთვის, რომელიც გაიმართა 2013 წლის 20 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიაში. კამპანიის ფარგლებში შეგროვილმა თანხამ სულ შეადგინა 5,806 ლარი. თანხა სრულად მოხმარდა შშმპ ქალთა პრობლემებს, კერძოდ, 2014 წლის თებერვალში პროექტის ბენეფიციარებმა ფონდს მიმართეს საგრანტო განაცხადებით, რომელიც ეხებოდა მათ პროფესიულ განვითარებას და ამდენად, მათ შემდგომ დასაქმებას.
კატო მიქელაძის პრემია საქართველოში ქალთა უფლებების დამცველებისათვის 10.12.2013
ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც იგი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED