ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



საქველმოქმედო პიკნიკი ქალთა უფლებების მხარდასაჭერად 30.7.2011
2011 წლის 30 ივლისს, ქალთა ფონდმა მოაწყო მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება - პიკინიკი მარტყოფში, ჭოტორის ტყეში. საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქალთა ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახვას ქალთა გაძლიერებასა და მათი უფლებების დაცვას საქართველოში.
პომადიანი ფემინისტების ფანდრაიზინგ კამპანია 25.6.2011
„პომადიანი ფემინისტების ფანდრაიზინგ კამპანია" გახლავთ ახალი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პერიოდულად განახორციელოს ფანდრაიზინგ აქციები ადგილობრივი ფემინისტური ინიციატივების მხარდასაჭერად. კამპანიის სათაურით ავტორები აცხადებენ, რომ ფემინური გარეგნობა და ჩაცმის სტილი არ უნდა უშლიდეს ხელს ადამიანებს იყვნენ ფემინისტი აქტივისტები. კამპანიის ინიციატორია ქალთა ფონდის გრანტიორი ორგანიზაციის ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის თანამშრომელი თიკო ჯაფარიძე.
ჩემი სახელია... 14.6.2011
14 ივნისს, 18 :00 საათზე „გალერეა 9"-ში გაიხსნა საქველმოქმედო გამოფენა „ჩემი სახელია...". გამოფენის ორგანიზატორები: ქალთა ფონდი საქართველოში და არტ&სოსაითი. გამოფენაში მონაწილე ხელოვანმა ქალებმა მხატვრული ფორმებით აჩვენეს ღრმა და პრობლემატური თემები, როგორიცაა, ურთიერთობა გარე სამყაროსთან, ტრამვები, ტაბუები, კომპლექსები, საკუთარი თავის ძიება, სქესთა შორის ურთიერთობების კვლევა. ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა სრულად გადაეცათ გურიაში სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომლებიც ხალხური რეწვით არიან დაკავებულნი.
ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს 12.3.2011
2011 წლის 12 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ფონდმა საქართველოში გამართა ღონისძიება სახელწოდებით “ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს”, რომლის მიზანიც იყო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია და ფონდის გრანტიორებისა და პარტნიორების წარდგენა საზოგადოებისათვის. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს ქალთა მოძრაობისა და ორგანიზაციების ლიდერები, ბიზნესმენები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო “ვერე პალას”-ში, ქუჩიშვილის ქუჩა # 22-24.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა 01.12.2010
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა 2010 წლიდან ქალთა ფონდი საქართველოში იწყებს პროგრამის - “ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში”- განხორციელებას.
2010 წლის ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები 01.12.2010
2010 წელს ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდმა გასცა 17 გრანტი.
2010 წლის სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამაში დაფინანსებული პროექტები 01.12.2010
2010 წელს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდმა გასცა 4 გრანტი.
დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა 01.2.2010
2010 წელს ქალთა ფონდმა დაიწყო პროგრამის “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” განხორციელება.
2009 წლის I საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 01.12.2009
2009 წლის პირველი საგრანტო კონკურსის "ქალთა საერთაშორისო დღე" გამარჯვებული პროექტები.
2009 წლის მეორე საგრანტო კონკურსი 01.12.2009
ქალთა ფონდმა განახორციელა საგრანტო კონკურსი ქალთა სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის დასაძლევად.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED