ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



გამოფენა-დისკუსია –“სხვა 8 მარტი” 08.3.2012
სახელწოდება გამოხატავს 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის - მიმართ საბჭოთა პერიოდში შექმნილი დამომოკიდებულებისადმი პროტესტს და ყურადრებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია დღეს ქალებისთვის საქართველოში. 8 მარტი „ყვავილების ჩუქების რიტუალის“ ნაცვლად ქალთა უფლებების დაცვასთან და საზოგადოებრივ პროცესებში მათ სრულფასოვან მონაწილეობასთან უნდა იყოს ასოცირებული.
„კანონი ქალის სამსახურში“ 13.2.2012
2012 წლიდან ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციამ _ “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, მუშაობა დაიწყო პროექტზე _ „კანონი ქალის სამსახურში“
საქველმოქმედო წვეულება - Bloody Mary Party 28.1.2012
ქალთა ფონდმა საქართველოში 2012 წლის 28 იანვარს მოაწყო საქველმოქმედო წვეულება –Bloody Mary Pary. წვეულებაზე მოეწყო ფემინისტური ხელოვნების ნიმუშების სლაიდ– შოუ. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ქალთა ფონდის საგრანტო ბიუჯეტს
ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი ქალთა ფონდის თანამშრომლებისა და გრანტის მიმღებთათვის 08.12.2011
23-26 სექტემბერს, ქობულეთში, ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ინტეგრირებული უსაფრთხოების ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდნენ სერბეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები სანდრა ლუბინკოვიჩი და ელენა ჯორჯევიჩი, რომლებიც მუშაობენ გენდერის, ქალთა უფლებებისა და ფემინისტური აქტივიზმის თემებზე ბალკანეთში და მთელს მსოფლიოში. კურსი საგანგებოდ ქალთა უფლებების დამცველთათვის არის შემუშავებული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ გააზრებას ემსახურება.
ღია კარის საგრანტო პროგრამა 2011 01.12.2011
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ღია კარის საგრანტო პროგრამას ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის ქალთა აქტუალური საჭიროებების მხარდასაჭერად საქართველოში.
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა 2011 01.12.2011
ქალთა ფონდი საქართველოში სწრაფი რეაგირების ფონდთან (UAF) თანამშორმლობით აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გრანტების სწრაფად და დროულად გაცემას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.
Dance 2 Change 25.11.2011
2011 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით, ქალთა ფონდის ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი - Dance 2 Change.
საქველმოქმედო საღამო - „მზე დამაქვს ხურჯინით“ 27.10.2011
2011 წლის 27 ოქტომბერს ქალთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო საღამო „მზე დამაქვს ხურჯინით" ნარკორტიკული დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებული ქალებისთვის. მომღერალმა მეგი გოგიტიძემ, ვარსკვლავების აკადემიის ფინალისტმა, საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი შემოქმედება - სიმღერები და ლექსები. ღონისძიება გაიმართა მაგთი კლუბში, რუსთაველის გამზირი # 22.
ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა 13.9.2011
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა". კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ქალთა და ქალთა უფლებების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხეულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას, და მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, არადისკრიმინაციული კულტურის დანერგვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.
საქველმოქმედო პიკნიკი ქალთა უფლებების მხარდასაჭერად 30.7.2011
2011 წლის 30 ივლისს, ქალთა ფონდმა მოაწყო მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება - პიკინიკი მარტყოფში, ჭოტორის ტყეში. საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქალთა ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახვას ქალთა გაძლიერებასა და მათი უფლებების დაცვას საქართველოში.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED