ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა-არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე

ქალთა ფონდმა გერმანულ ქალთა ფონდ ფილიასთან ერთად 2015 წლის ზაფხულში დაიწყო პარტნიორული პროგრამისახალგაზრდა ქალებისა და გოგონების ჩართულობა - არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენგარეშე" განხორციელება. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გაძლიერება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მეტი ჩართულობის, ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით. პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია ახალგაზრდა ქალები და გოგონები - 14-დან 24 წლამდე.

პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდმა ექვსი გრანტი გასცა, ხოლო გრანტის მიმღები ჯგუფების წარმომადგენელ გოგონებს - მარიამ თოფჩიშვილს, მარიამ კომლაძეს, მარიამ მიროტაძეს, ანანო სამსონიას და მარიამ ტყეშელაშვილს საშუალება მიეცათ გამგზავრებულიყვნენ ბერლინში და იქ შეხვედროდნენ გერმანელ თანატოლებს, ფილიას ახალგაზრდულ საბჭოს, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ფემინისტური ჟურნალის რედაქციას, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს და ასევე თავიანთი პროექტების პრეზენტაციები წარედგინათ გერმანულ-ქართული აუდიტორიისთვის, რომელიც ბერლინში საგანგებოდ შეიკრიბა 27 ნოემბერს- ფილიას, ქალთა ფონდის და გოგონების საქმიანობის გასაცნობად.

ქალთა ფონდი დიდ მადლობას უხდის ფილიას ყველა თანამშრომელს გაწეული შრომისთვის, სითბოსთვის და ყურადღებისთვის.