ქალთა უფლებებზე და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და ჯგუფების განცხადება

ქალთა უფლებებზე და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები ვეხმიანებით საქართველოში ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტებს, ვგმობთ ბოლო დროს განვითარებულ დანაშაულებრივ ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ დანაშაულის დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.

 

ამავდროულად, გვინდა ხაზი გავუსვათ ტენდენციას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელებაში აშკარად ჩანს. კერძოდ, ბოლო დროინდელი მოვლენები ცალსახად მიუთითებს, რომ დარტყმის ობიექტები არიან წარმატებული ქალები, რომლებიც პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ სივრცეში პრაქტიკულად ახორციელებენ თანასწორობის ბუნებრივ იდეას.

 

მიგვაჩნია, რომ დღეს საფრთხე ემუქრება, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ისე  ქალის, როგორც თანასწორუფლებიანი, ძლიერი, პროფესიონალი და აქტიური მოქალაქის იდეას. კონკრეტული დამნაშავეები, თავიანთი კრიმინალური ქმედებით, ცდილობენ მოახდინონ ფესვგადგმული სტერეოტიპული როლებით მანიპულაცია, რასაც სწორედ ქალებზე ზეწოლით, ქალის სექსუალობის კონტროლით, პატრიარქალური კულტურის პირობებში ქალის სექსუალური თავისუფლების შეზღუდვით ცდილობენ. ეს არის უკიდურესად სასტიკი და ამორალური ქმედება, რომლის მიზანია, არა მხოლოდ კონკრეტული ქალების დისკრედიტაცია, არამედ ზოგადად ქალთა სტატუსის დაკნინება საზოგადოებრივ სივრცეში.

 

პირველ რიგში, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს სასტიკი დანაშაულები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება ქალთა თანასწორობის იდეის, როგორც კონსტიტუციური პრინციპის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა და კიბერ-დანაშაულის აღკვეთა-პრევენცია.

 

ასევე, არსებული უკანონო და ამორალური პრაქტიკის თუ ტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს და მთელ საზოგადოებას!

 

ხელმომწერები:

 

ქალთა ფონდი საქართველოში

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

მიგრაციის სახლი

ფონდი ტასო

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი

ლგბტ საქართველო

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ქალები რეგიონის განვითარებისთვის (WRD)

ქალთა მოძრაობა

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)

ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)

ლგბტქი ასოციაცია-თემიდა

სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე

ჰელფინგ ჰენდი

იდენტობა

გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"

განათლებისა და შრომის ასოციაცია

ახალგაზრდა ფემინისტების ჯგუფი გორიდან

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი - "თანაზიარი"

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისთვის"

კავშირი "პროგრესი"

უხუცეს ქალთა საბჭო

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

საქართველოს კრიმინოლოგთა საზოგადოება

ქალთა ასოციაცია "ვაკეთოთ ერთად"

რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი"

მერმისი - ჯვარი

საზოგადოებრივი ინიციატივები დემოკრატიის და გენდერული თანასწორობისთვის

ტრენინგებისა და კვლევის ჯგუფი

ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები

ძალადობისგან დაცვის და სამოქალაქო განათლების რეგიონალური ცენტრი

სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა კავშირი

პირველი ბლოკი

ინოვაცია

 

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეუერთდეთ განცხადებას. ამის თაობაზე მოგვწერეთ - womenfundgeo@gmail.com