ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე

ქალთა ფონდი საქართველოში ახცადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში ადგილობრივი გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფების საქმიანობასა და ინიციატივებს საქართველოში. ქალთა ფონდის მისიაა ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვავანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

 

ძირითადი მოვალეობები

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე.

 

·         ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებების ფოტო/ვიდეო გადაღება, ფოტო/ვიდეო მასალის დაარქივება/სისტემატიზაცია; ამ ღონისძიებებზე დასწრება, სტატიების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ვებ/ფეისბუქ გვერდზე განთავსება.

 

·         ფონდის პიარ საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა, დაგეგმილი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და პრესრელიზების მომზადება, გავრცელება და საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის მიწოდება.

 

·         ფონდის გრანტის მიმღებების ღონისძიებებზე დასწრება, სტატიების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ვებ/ფეისბუქ გვერდზე განთავსება.

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები /უნარები და კომპეტენცია

 

·         უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით)

·         ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა

·         ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)

·         ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

·         ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი

·         გენდერის  საკითხების მიმართ მაღალი სენსიტიურობა

·         პროაქტიულობა და კრეატიულობა

·         საზოგადოებასთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და/ან ჟურნალისტიკის, სფეროებში მუშაობის გამოცდილება

 

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი

 

მსურველებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ:

 

  1. CV
  2. სამოტივაციო წერილი
  3. ამ დრომდე გამოქვეყნებული ჟურნალისტური ან/და აკადემიური სტატია (ბმული).

 

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: womenfundgeo@gmail.com

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2016 წ.

 

გისურვებთ წარმატებას!