ქალთა ფონდი ეკოლოგიურად სუფთა მასალით ფემინისტურ-ქვიარ ცენტრს ააშენებს

შაბათს, 25 ივნისს, ქალთა ფონდის წარმომადგენლები, ასევე აქტივისტები კავკასიიდან, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ ვორქშოპს დაესწრნენ. 

 

სააგენტოს წარმომადგენელმა, ნინო გამისონიამ, ეკოლოგიურად სუფთა მასალით, კერძოდ ნამჯით მშენებლობის უპირატესობებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა. მან ვორქშოპის მონაწილეებს აუხსნა, რომ ნამჯა ძალიან მსუბუქი, ხელმისაწვდომი და მარტივად დასამუშავებელი მასალაა.

 

ქალთა ფონდი, ქალთა უფლებების დაცვასა და მათ გარემოს დაცვით სამართალში  ჩართულობაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში თავადაც გეგმავს ნამჯის სახლის აშენებას, სადაც ფემინისტური/ქვიარ ცენტრი მოეწყობა. მშენებლობასთან დაკავშირებით ფონდმა ვორქშოპის მონაწილეებსა და სხვა სტუმრებს 27 ივნისს უმასპინძლა. პროექტების კოორდინატორის, ეკატერინე გეჯაძის პრეზენტაცია, ძირითადად,  ცენტრის მნიშვნელობასა და პროექტის დეტალებს ეხებოდა.

 

ნამჯის სამშენებლო მასალად გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ქალთა ფონდი ცენტრის აშენებას მალე დაიწყებს.