ნოტიო ლოლუას სახელობის სტიპენდია თსუ გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

ქალთა ფონდის სასტიპენდიო პროგრამა ცნობილი სახალხო მასწავლებლისა და საზოგადო მოღვაწის, „ნოტიოს სკოლის“ დამფუძნებლის, ნოტიო ლოლუას სახელს ატარებს.

 

წელს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდი აპირებს მეორე კურსის ორი სტუდენტის მხარდაჭერას ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადის დასაფარად.

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 აგვისტო.

აპლიკაციები მიიღება მეილზე: ekaterine@womenfundgeorgia.org.

 

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია  Kvinna till Kvinna-ს რეგიონული ოფისი.