საქართველოში ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები

კონკურსის დეტალები:

 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლბტ) ქალების უფლებების დაცვასა და  ამ ჯგუფების წარმომადგენელთა გაძლიერებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალთა ორგანიზაციებს, ლგბტ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებისა და ლგბტ ადამიანების უფლებების კუთხით. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები. პრიორიტეტი მიენიჭება რეგიონებში განხორციელებულ აქტივობებს.

 

კონკურსი მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, მათ შორის ლბტ ქალებისთვის არაძალადობრივი გარემოს შესაქმნელად მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ლობირების აქტივობებს, ასევე, აქტივობებს, რომლებიც მოემსახურება ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ინიციატივებს, კვლევით, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობებს, ვორკშოფებს, სემინარებს, კამპანიებსა და არტ-ინიციატივებს; ასევე, აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ჯგუფების ხილვადობის გაზრდას, გაძლიერებას და ძალადობისაგან თავდაცვის მექანიზმების ათვისება/გამოყენებას.

 

საგრანტო თანხა- 3000 ევრო (თითო საგრანტო პროექტისათვის).

საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა - 1-დან 6 თვემდე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 26 იანვრიდან  21 თებერვლამდე, კვირაში ორჯერ, წინასწარი სატელეფონო შეთანხმებით.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულად ან ინგლისურად) წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 9 მარტი (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2015 წლის 20 მარტამდე.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org

 

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია France  Expertise Internationale(FEI)