ქალთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა 2015

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია შვედური ქალთა ფონდის “კვინა ტილ კვინა” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა.

 

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას.

 

პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

 

·         ფემინისტური საგანმანათლებლო ინიციატივები (კვლევები, ვორქშოფები, ტრენერთა ტრენინგი და სხვ.)

·         ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების, ქალთა ორგანიზაციების/ჯგუფების კოლექტიური ინიციატივები

·         ფემინისტური არტ ინიციატივები (ფილმები, ლიტერატურა, არტ თერაპია აქტივისტებისთვის, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვ.)

·         სხვა შემოქმედებითი ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის განვითარებასა და ცვლილების გამოწვევაზე.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს), საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან.

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

 •  რომლებსაც ახორციელებენ ქალები
 •  რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება კოალიციურ პროექტებს.

 

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 2500 ევროს. პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 29 სექტემბრიდან16 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 15:00 -17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულად ან ინგლისურად) წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 19 ოქტომბერი  (18:00 სთ). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს.

 

 საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org