ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა 2015

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ოქი“-ის ქალთა პროგრამა.

 

 საგრანტო პროგრამა მიმართულია  ქალთა ჯგუფების ინსტიტუციური გაძლიერებისაკენ და იწვევს ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ ორგანიზაციული განვითარებისთვის საჭირო სახსრებზე. 

 

საგრანტო თანხა განისაზღვრება 1000-დან 5000 ამერიკულ დოლარამდე და გაიცემა აპლიკანტების ორგანიზაციული საჭიროებების  მხარდასაჭერად, მათი ხილვადობის, ტრანსპარანტულობის, ფინანსური ანგარიშვალდებულების ხარისხის და ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად; ასევე, ქალთა ორგანიზაციების თანამშრომლების/წევრების ლიდერული და სტრატეგიული უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროებში -  ორგანიზაციულ დაგეგმვაში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ბუღალტერიაში, ფანდრაიზინგში, ევალუაციაში, პიარსა და კომუნიკაციაში, მედიასთან ურთიერთობაში, მოხალისეობაში, დიგიტალურ აქტივიზმში  და სხვა ორგანიზაციულ საჭიროებებში.

 

 პრიორიტეტი მიენიჭება:

 

• ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს
• რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს
 

საგრანტო პერიოდი განისაზღვრება 6-დან 8 თვემდე.

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 16 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 15:00-17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2015წლის დეკემბერში.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. #8, მე-4 სადარბაზო,1 სართული, ბინა#74, 0177 თბილისი, საქართველო
ტელ/ფაქსი: +995 322 399998

ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org