ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მარგინალიზებულ ჯგუფებში 2016

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მარგინალიზებულ ჯგუფებში“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების  ძალისხმევის წახალისება, ხელი შეუწყონ გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევას ქალთა იმ ჯგუფების უფლებების დასაცავად, რომლებიც სქესის გარდა სხვა ისეთი  ნიშნებით ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის რისკის ქვეშ, როგორებიცაა გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური მრწამსი, შეზღუდული შესაძლებლობები, პოსტ-კონფლიქტურ ადგილებში ცხოვრება, პატიმრობაში ყოფნა, სექს-ინდუსტრიაში ჩართულობა, ასაკოვანი ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები თუ სხვა.

 

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:

•    ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;

•    მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალებისთვის არაძალადობრივი 

      გარემოს შესაქმნელად;

•    გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფა;

•    საკანონმდებლო ინიციატივები;

•    გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების აკადემიური კვლევა;

•    საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ

 

   საგრანტო კონკურსში „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, III ფაზა - ძალადობა და დისკრიმინაცია ქალთა მარგინალიზებულ ჯგუფებში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
 

•  ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

•  ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც
    ხელმძღვანელობენ ქალები;

•  ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;

•  ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე
    რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან
    დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

•  რომლებსაც ახორციელებენ ქალები
•  რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 3000 გირვანქა სტერლინგით. პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე  ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 22 მარტიდან  12  აპრილამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2016 წლის აპრილის ბოლოს.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

 

პროექტის სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.jobs.ge/110436/

 

გისურვებთ წარმატებებს!