გოგონები ერთად ცვლიან საზოგადოებას 2016

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს “გოგონები ერთად ცვლიან საზოგადოებას", რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი filia.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობას, ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთაც მართავენ ახალგაზრდა ქალები და გოგონები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, გენდერული სამართლიანობის მხარდაჭერა, ახალგაზრდა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალადობისგან თავისუფალი სივრცის შექმნა და სხვ.

საგრანტო პროგრამის მიზნობრივ ჯგუფად მოიაზრებიან ახალგაზრდა ქალები და გოგონები (14-დან 24 წლამდე).
   
 საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.
 
პრიორიტეტი მიენიჭებათ:

ახალგაზრდა ქალთა და გოგონათა თვითორგანიზებულ ჯგუფებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილებიდან, ასევე სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემებიდან.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 2 500 ევროს, ხოლო პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 3-დან 6 თვემდე.

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 25 მარტიდან  12  აპრილამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.
 
განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულ ან ინგლისურ ენებზეც) წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2016 წლის მაისის შუა რიცხვებში.
 
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:
 
სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,
მე-4 სადარბაზო, I სართული,
ბინა# 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org  

 

პროექტის სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.jobs.ge/111075/
 
გისურვებთ წარმატებებს!