ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, IV ფაზა - ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული მჩაგვრელი პრაქტიკის და დამოკიდებულების შეცვლა 2017

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, IV ფაზა -ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული მჩაგვრელი პრაქტიკის და დამოკიდებულების შეცვლა,” რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება, ხელი შეუწყონ გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების სამართლებრივი და პრევენციული საკითხების წინ წამოწევას, ადვოკატირებას და ლობირებას. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებას და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა აქტორებთან (მედიასთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან, პოლიტიკოსებთან, საჯარო პირებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ახალგაზრდებთან და სხვ.) ურთიერთქმედების გზით.

 

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:

•    ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და   მათზე რეაგირება;

•    მუშაობა მედიასთან, თვითმმართველობის ორგანოებთან, რელიგიურ ინსტიტუტებთანდა სხვ.

•    მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალებისთვის არაძალადობრივი 

      გარემოს შესაქმნელად;

•    გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფა;

•    საკანონმდებლო ინიციატივები;

•    გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების აკადემიური კვლევა;

•    საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ

 

საგრანტო კონკურსში „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა, IV ფაზა - ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული მჩაგვრელი პრაქტიკის და დამოკიდებულების შეცვლამონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
 

•  ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

•  ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც
    ხელმძღვანელობენ ქალები;

•  ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;

•  ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე
    რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან
    დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

 

•  რომლებსაც ახორციელებენ ქალები
•  რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 3000 გირვანქა სტერლინგით. პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე მსურველებისთვის ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში  21 თებერვლიდან  3  მარტამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 მარტი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2017 წლის მარტის ბოლოს.

 

იხილეთ სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებას!