ფემინისტური დიალოგი თაობათა შორის

2017 წელს, სამმა ევროპულმა ქალთა ფონდმა, გერმანიაში, უკრაინაში და საქართველოში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მხარდაჭერით დაიწყო ერთობლივი მუშაობა იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს დიალოგი სხვადასხვა თაობის ფემინისტებს შორის.

 

ქალთა ფონდები - გერმანული ქალთა ფონდი ფილია, უკრაინის ქალთა ფონდი და ქალთა ფონდი საქართველოში - აპირებენ განახორციელონ პროექტები თავიანთ ქვეყნებში და შემდეგ შეიკრიბონ ერთობლივი ღონისძიებისთვის კიევში, სადაც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კონფერენცია გაიმართება.

 

ამ ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა მხარი დაუჭიროს ფემინისტებს შორის თაობათა-შორისი დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ ქალთა და გოგონათა ინიციატივებს.

 

ამ პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდი გასცემს 3 გრანტს (3500 ევროს ოდენობის თითო) და ასევე უზრუნველყოფს გრანტის მიმღები ჯგუფების 2-2 წარმომადგენლის მონაწილეობას კიევის შეკრებაში, 2017 წლის 25 ნოემბერს.

 

დაფინანსებული პროექტების დაიწყება 2017 წლის მაისში და დასრულდება 2017 წლის ოქტომბერში. 

 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2017.

იხილეთ სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები

გთხოვთ, შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მეილზე: grants@womenfundgeorgia.org 

საგრანტო პროგრამას განიხილავს სხვადასხვა თაობის ფემინისტებისგან შემდგარი საგრანტო კომისია.

 

 

პროგრამის მიზანი

 

ქალები საქართველოში წლების მანძილზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იბრძვიან ქალთა უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის. სხვდასხვა დროს, სხვადასხვა ისტორიულ ჭრილში, სხვადასხვაგვარი იყო მათი პოლიტიკური დღისწესრიგი, გენდერული თანასწორობის მიღწევის ხედვა თუ ტაქტიკა. დღეს ქალთა მოძრაობას სჭირდება ერთი მხრივ ფემინისტური მემკვიდრეობის აღიარება და პატივისცემა, მეორე მხრივ კი ინტერსექციული ფემინიზმის საჭიროების გააზრება საქართველოს მოცემულ რეალობაში.

 

საგრანტო პროგრამის მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც ქალთა/ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები და ქალი უფლებადამცველები გააცნობიერებენ, როგორ ვითარდებოდა ეს მოძრაობა თაობიდან თაობამდე და როგორი აქტივიზმი სჭირდებათ მათ დღეს. ესარის მცდელობა შეიქმნას ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა გამოცდილების,თაობისა თუიდეოლოგიის  ფემინისტებისათვის, რათა მათ ერთად მოახდინონ რეფლექსია საზოგადოებაში თავიანთ როლებზე, უკეთ დაინახონ რის სწავლა შეუძლიათ წარსულიდან თუ დღევანდელობიდან მომავალში გასათვალისწინებლად, მოუსმინოს ერთმანეთს, იყვნენ სოლიდარულები, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, შექმნან ახალი კავშირები, ქსელები და ა.შ.

 

 

პროგრამის კრიტერიუმები

 

-   პროექტის განხორციელების პროცესი დოკუმენტირებული უნდა იყოს შემოქმედებითად დათვალსაჩინოდ (იქნება ეს ფოტოები, ისტორიები, ფილმები, გამოფენები, სოციალური თეატრი, თუ სხვა). ეს კონკრეტული შედეგები (მასალა) გაზიარებული იქნება კიევის შეხვედრაზე.

-   პროექტების საბოლოო მოსარგებლე/ბენეფიციარები უნდა იყვნენ ქალები და გოგონები, განსაკუთრებით ისინი, ვინც განიცდიან მრავალმხრივ, ან რომელიმე შესაძლო დისკრიმინაციას (რასობრივი, შესაძლებლობების, ასაკის, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ნაციონალური ან სოციალური წარმომავლობის, საკუთრების, დაბადების ან სხვა სტატუსის საფუძველზე)

-   სასურველია, რომ ქალებმა და გოგონებმა, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პრიორიტეტული იქნება აგრეთვე პროექტები, რომელშიც ისინი თვითონ იმოქმედებენ, როგორც პროექტების ინიციატორები და ლიდერები

-   გრანტის მიმღებ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს უნდა მართავდნენ ქალები ან/და გოგონები, ხოლო მათი მისია, ხედვა და მიზნები უნდა მიემართებოდეს ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე. სასურველია ახალგაზრდა ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.

-   პრიორიტეტული იქნება რეგიონში მოქმედი ჯგუფების ინიციატივები, ასევე კოალიციური ინიციატივები.

-   გრანტის მიმღებ ჯგუფს უნდა უნდოდეს და შეეძლოს თავისი 2 წარმომადგენლის გაგზავნა კიევში, 24-25 ნოემბერს, აღნიშნულ შეხვედრაზე  ( ყველა ხარჯი დაიფარება).