ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



 

ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ატარებს ტრენინგებს საქართველოს რეგიონებში გენდერული ცნობიერების ამაღლების და საზოდოებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს აუცილებელი ცოდნისა და რესურსების მიწოდებას ქალებისათვის, რასაც ისინი შემდგომში სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენებენ.

 

ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება

 

ქალთა ფონდი საქართველოში მზად არის გაუზიაროს გამოცდილება და ცოდნა ქალთა ჯგუფებს მათი განვითარებისა და გაძლიერებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩატარებული ტრენინგებია:

 

 

2008 წელს სატრენინგო კურსი “როგორ წამოვიწყოთ საკუთარი ბიზნესი” ჩაუტარდა ქალებს სამეგრელოსა და იმერეთში პროგრამის “ქალები განვითარებისათვის” ფარგლებში.

 

2006 წლის დეკემბერში ფონდის ინიციატივით “ტელეიმედის”არხზე მოეწყო თოქშოუ “ქალი დღეს”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალებმა. დისკუსიის ძირითადი თემა იყო ჩვენს საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები.



ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა 2010 - 2012 24.4.2013
3 წლიანი პროგრამა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში” წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცვა: შიდა ქართლის 19 სოფელი და დევნილთა 4 დასახლება; კახეთის 10 სოფელი; იმერეთის 8 სოფელი; რაჭის 7 სოფელი. ყველა დაგეგმილი საქმიანობა განხორციელდა განაზღვრულ ვადებში დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა - 2011 03.8.2012
პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მიერ სლოვაკურ ასოციაციასთან ადამიანები საფრთხეში თანამშრომლობით და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში (თებერვალი 2010 – ივლისი 2011) შავშვების, წეროვანისა და გარდაბნის დასახლებებში და მასში მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა. პროექტი ფოკუსირებული იყო დევნილთა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, დევნილთა სამოქალაქო ჩართულობისა და მათი სოციალური კაპიტალის გაზრდაზე.
ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა - 2011 03.8.2012
ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ახორციელებს პროექტს ”ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი 3 წლიანია და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონს: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა.
დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა - 2010 11.12.2011
პროექტი “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან “ადამიანები საფრთხეში” თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში – წეროვანსა და შავშვებში – და ერთ ურბანულ თემში – გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობაზე, და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა - 2010 01.12.2010
პროგრამა - ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ისეთ მოწყვლად, ღარიბ და ძნელად მისადგომ რეგიონებში, როგორიცაა შიდა ქართლის პოსტ-კონფლიქტური ზონა, ჩრდილო კახეთი, ზემო იმერეთი და რაჭა. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით მათივე ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალებს მეტ გამბედაობასა და შინაგან ძალას მისცემს ნაყოფიერ შრომაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED