დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა - 2010


პროექტი “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან “ადამიანები საფრთხეში” თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში – წეროვანსა და შავშვებში – და ერთ ურბანულ თემში – გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობაზე, და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.

 

პროექტის მიზნებია:

  • ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა
  • დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება
  • დევნილთა დასახლებებში თემის მუშაობის განვითარება
  • დევნილთა სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა
  • დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება

 

2010 წელს პროექტის ფარგლებში დევნილთა 3 ჩასახლებაში - წეროვანში, შავშვებსა და გარდაბანში გაიცა 3 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური მცირე ტექნიკური გრანტი. გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 253 ევრო.