ENGGEO

2016 წლის ბოლოსთვის ქალთა ფონდს გაცემული აქვს 523 გრანტი!



სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 12.12.2011
2007 წელს ქალთა ფონდმა განხორციელა პროექტი “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” ფონდის Filia ფინანსური დახმარებით. პროექტი საგანგებოდ იყო გამიზნული სამცხე-ჯავახეთისათვის, რომელიც საქართველოს მეტად სპეციფიკური რეგიონია იქ არსებული სოციალ-ეკონომიკური პირობების, პოლიტიკური სიტუაციის, საინფორმაციო იზოლაციისა და ქალისადმი ტრადიციულად დისკრიმინაციული იერარქიის გათვალისწინებით.
ქალთა გაძლიერება კონფლიქტურ ზონაში 11.12.2011
პროექტი “ქალთა გაძლიერება კონფლიქტურ ზონაში” განხორციელდა 2008 წელს და მიმართული იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და შიდა ქართლში, ქალთა გაძლიერებაზე მათი განათლების, გენდერული უთანასწორობის დაძლევის, ქალთა შესაძლებლობებისა და თემში მათი მონაწილეობის ხარისხის ამაღლების გზით, რათა ქალებს შეძლებოდათ უფრო მეტი რესურსითა, ინფორმაციით სარგებლობა და ურთიერთთანამშრომლობა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.
დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა 10.12.2011
პროექტი “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან “ადამიანები საფრთხეში” თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში – წეროვანსა და შავშვებში – და ერთ ურბანულ თემში – გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობაზე, და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.

DEVELOPED BY ITNOVATIONS
COPYRIGHT @ 2011 WOMEN'S FUND IN GEORGIA. ALL RIGHTS RESERVED