სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

 

2007 წელს ქალთა ფონდმა განხორციელა პროექტი “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” ფონდის Filia ფინანსური დახმარებით. პროექტი საგანგებოდ იყო გამიზნული სამცხე-ჯავახეთისათვის, რომელიც საქართველოს მეტად სპეციფიკური რეგიონია იქ არსებული სოციალ-ეკონომიკური პირობების, პოლიტიკური სიტუაციის, საინფორმაციო იზოლაციისა და ქალისადმი ტრადიციულად დისკრიმინაციული იერარქიის გათვალისწინებით.

 

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდა ქალთა ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია _ “ვარხანი” და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარი, რომელსაც მეურვეობას უწევს “სამცხე_ჯავახეთის დემოკრატ ქალთა კავშირი”. პროექტის ფარგლებში შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა ახალციხეში, და ასევე ახლომდებარე სოფლებში. პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარება გაეწია თავშესაფარს, აღიჭურვა საჭირო ტექნიკითა და სპეციალური საინფორმაციო საშუალებებით.