ქალთა გაძლიერება კონფლიქტურ ზონაში

 

პროექტი “ქალთა გაძლიერება კონფლიქტურ ზონაში” განხორციელდა 2008 წელს და მიმართული იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და შიდა ქართლში, ქალთა გაძლიერებაზე მათი განათლების, გენდერული უთანასწორობის დაძლევის, ქალთა შესაძლებლობებისა და თემში მათი მონაწილეობის ხარისხის ამაღლების გზით, რათა ქალებს შეძლებოდათ უფრო მეტი რესურსითა, ინფორმაციით სარგებლობა და ურთიერთთანამშრომლობა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.

 

პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდის მიერ ჩატარდა სათემო შეხვედრები შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში – ერედვში, ფხვენისსა და ქსუისში; ასევე, 60 ქალს ჩაუტარდა ტრენინგი თემებზე: გენდერი/ქალთა უფლებები/სამოქალაქო აქტიურობა/ორგანიზაციული განვითარება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარება გაეწია ქალთა ორ ჯგუფს, წეროვანის დასახლებასა და სოფელ ნიქოზში, როგორც ქალთა რესურს ცენტრებს.

 

ტექნიკური დახმარება გაეწიათ შემდეგ ჯგუფებს:

  • ქალთა სათემო კავშირი ნიქოზი, რომლის წევრები იყვნენ იძულებით გადაადგილებულნი და ამ დროისათვის უკვე დაბრუნდნენ სოფელ ნიქოზში. ორგანიზაცია არის კოალიციის “დევნილთა უფლებებისათვის” აქტიური წევრი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ გაწეული დახმარების მონიტორინგს ახორციელებს.
  • “ახალგორის ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრი”, რომელიც არსებობდა ახალგორში, ამჟამად კი განაგრძობს ფუნქციონირებას წეროვანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში და ასევე არის კოალიციის “დევნილთა უფლებებისათვის” აქტიური წევრი

 

ორივე რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად.