მიმდინარე საგრანტო პროგრამები 2014

ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმებისდაძლევა 2014

 

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმებისდაძლევა“,რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში  ქალთა ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას ამახვილებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე (პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობაზე), თუმცა ძალადობის ბევრი ფორმა, რასაც ძალიან ხშირად მიმართავენ ჩვენში, ისევ და ისევ რჩება ტაბუდადებულ თემად, შესაბამისად,  მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ნაკლებად თვალსაჩინოა. მათ შორისაა, ძალადობის ისეთი უმძიმესი ფორმები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ფემიციდი,სქესის სელექცია, ადრეული ქორწინება, იძულებით ორსულობა,  სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილებში თუ ქუჩაში, და სხვა.

საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების  ძალისხმევის წახალისება გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების პრევენციის საკითხების ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.  ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებას და მათთან ბრძოლას, ამ  საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პატრიარქალური  შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა აქტორებთან (გადაწყვეტილების  მიმღებებთან, პოლიტიკოსებთან, რელიგიურ ლიდერებთან, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სხვ.) ურთიერთქმედების გზით.

ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:

•    ქალთა მიმართ ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფაქტების გამოვლენა,

     დოკუმენტაციადა მათზე რეაგირება;

•    მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალებისთვის არაძალადობრივი 

      გარემოს შესაქმნელად;

•    გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფა;

•    საკანონმდებლო ინიციატივები;

•    გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების აკადემიური კვლევა;

•    საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის ყველა

     ფორმის წინააღმდეგ;

•    ქალთა იმ ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც სქესის გარდა სხვა ისეთი  

     ნიშნებით ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის რისკის ქვეშ, როგორებიცაა

     გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა,

     რელიგიური მრწამსი, შეზღუდული შესაძლებლობები, პოსტ-კონფლიქტურ
     ადგილებში ცხოვრება, პატიმრობაში ყოფნა, სექს-ინდუსტრიაში ჩართულობა, თუ სხვა.

    

საგრანტო კონკურსში „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა“მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
 

•  ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

•  ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც
   ხელმძღვანელობენ ქალები;

•  ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;

•  ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე
   რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან
   დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.

 

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროქტებს:

 

•  რომლებსაც ახორციელებენ ქალები
•  რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

 

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს და ახალგაზრდა ქალების ინიციატივებს.

 

საგრანტო თანხა განსაზღვრულია1000-დან  3000 გირვანქა სტერლინგამდე.პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 10 თებერვლიდან  1  მარტამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

 

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 9 მარტი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2014 წლის მარტის ბოლოს.

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,

მე-4 სადარბაზო, I სართული,

ბინა # 74,  0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2014

 

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, რომელიც შეესაბამება ფონდის მთავარ პრიორიტეტებს, გარდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა. საგრანტო თანხა განსაზღვრულია და შეადგენს 500-იდან 3000-მდე ა.შ.შ. დოლარს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები; ასევე ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

პრიორიტეტი მიენიჭება:

• ახალგაზრდა ქალთა ინიციატივებს
• რეგიონში მომუშავე ჯგუფებს
• დამწყებ ჯგუფებს

 

 

პროექტის შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:

• ფემინისტური ხედვა
• სოციალურ ცვლილებებზე ორიენტაცია (ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს - ისეთ საქმიანობებს, რომელიც იწვევს ადამიანთა აზროვნების, ქცევის ნორმებისა და კულტურული ღირებულებების ხანგრძლივ და თვალსაჩინო ცვლილებებს)
• ინოვაციურობა

 

ქალთა ფონდი არ დააფინანსებს შემდეგი სახის პროექტებს:

• ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
• სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
• თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
• თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
• თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
• თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
• არასრული აპლიკაციის შემთხვევაში

 

საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად 2014 წლის განმავლობაში. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს კონსულტაცია კონკურსთან დაკავშირებით ქალთა ფონდის ოფისში სამშაბათს 13:00-დან 15:00 საათამდე.

 

განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ გრანტის მაძიებელს ეცნობება 2 თვის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება.

ნაბეჭდი ან ხელნაწერი საპროექტო განაცხადები (ქართულ ან რუსულ ენაზე) შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ (ფოსტით, ელ.ფოსტით) შემდეგ მისამართზე:

 

სერგო ზაქარიაძის ქ. #8, მე-4 სადარბაზო,1 სართული, ბინა #74, 0177 თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი: +995 322 399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org

 

 

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა 2014

 

ქალთა ფონდი საქართველოში სწრაფი რეაგირების ფონდთან (UAF) თანამშორმლობით აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გრანტების სწრაფად და დროულად გაცემას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.


სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებების მხარდასაჭერად მცირე გრანტების გაცემას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაიმე მოულოდნელი მოვლენა - პოზიტიური ან ნეგატიური - ქმნის სიტუაციას, რომელშიც სწრაფ ჩარევას შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა.

 

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, ან ინდივიდუალურ აქტივისტებს, რომლებიც ასოცირებული არიან რომელიმე ქალთა ორგანიზაციასთან.

 

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა მხოლოდ შემდეგი სამი კატეგორიის შემთხვევებისთვისაა გამიზნული:

 

შეიარაღებულ კონფლიქტზე, ძალადობის ესკალაციაზე ან პოლიტიკურად არამდგრად გარემოზე რეაგირება
რეაგირება შეიძლება გულისხმობდეს სამშვიდობო მსვლელობებს, საპროტესტო აქციებს, ქალთა მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზების პოპულარიზაციას, ქალების მიმართ ძალადობის ფორმების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს – საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელად, და სხვა.

 

(მაგალითად: 2010 წელს ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ბოლო დროს მომხდარი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაპროტესტებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ თემასთან დაკავშირებით 5კმ-იანი გარბენისა და მსვლელობის გამოყენებით.)

 

• პოტენციურად პრეცედენტის შემქმნელი სამართლებრივი ან საკანონმდებლო ქმედებების (ან სხვა ქმედების, რომლის მიზანიც უკვე შექმნილი პრეცედენტის დაცვაა) განხორციელება
აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებსაც ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრეცედენტის შექმნა შეუძლიათ ან უკვე არსებულ პრეცედენტს განამტკიცებს.



(მაგალითად: 2011 წელს ორგანიზაციამ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო კოდექსში მამობის დადგენასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებას დნმ-ის სავალდებულო ტესტის შემოღების მეშვეობით.)

 

ქალთა უფლებათა დამცველების დაცვა და უსაფრთხოება
ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქალთა ორგანიზაციისა ან მისი რომელიმე წევრის უსაფრთხოების დასაცავად იმ შემთხვევაში თუ მათ თავიანთი საქმიანობის გამო რაიმე საფრთხე ემუქრებათ (მაგალითად, რკინის გისოსები ფანჯრებზე, შეუიარაღებელი დაცვა, უსაფრთხოების სისტემები, მობილური ტელეფონები უსაფრთხო კომუნიკაციისთვის, და სხვა).



(მაგალითად: 2011 წელს პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახდინა ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტი ქალის ქვეყნიდან ევაკუაცია მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.)



კატეგორიის მიუხედავად, საგრანტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

სტრატეგიული - როცა ქმედება უკავშირდება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას ისეთი სრტუქტურული ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების დაცვას.
მოულოდნელი და დროში გადაუდებელი - როცა სიტუაცია ან შემთხვევა გაუთვალისწინებელია, ხოლო რეაგირება უნდა მოხდეს სწრაფად, იმისათვის რომ ეფექტური იყოს.
მდგრადი - როცა ჯგუფს შეუძლია გათვალისწინებული ქმედება ეფექტურად განახორციელოს და ასევე შეუძლია ამ სტრატეგიასთან დაკავშირებული შემდგომი მუშაობის დაფინანსების უზრუნველყოფა.
მხარდაჭერის მქონე - როცა ჯგუფს გააჩნია ადგილობრივად თუ გლობალურად ქალთა უფლებების დაცვის საქმეში ან მონათესავე სფეროებში ჩართულ სხვა მონაწილეთა მხარდაჭერა.

 

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა მხარს არ უჭერს:

 

• ინდივიდუალურ აქტივისტებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული რომელიმე ქალთა ორგანიზაციასთან
• მიმდინარე საპროექტო აქტივობებს
• ჰუმანიტარულ დახმარებას და განვითარების პროექტებს
• ორგანიზაციებს, რომლებსაც მართავენ კაცები
• ორგანიზაციებს, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას დაფინანსებებს შორის (ე.წ. bridge funding)

 

სწრაფი რეაგირების პროგრამის საგრანტო თანხა განსაზღვრულია 500-დან 2000 ა.შ.შ. დოლარამდე. პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ქალთა ფონდი საქართველოში ყველა შემოსულ საპროექტო განაცხადს გამოეხმაურება არაუგვიანეს 72 საათისა, ხოლო გადაწყვეტილებას მიიღებს 1 კვირის განმავლობაში.

 

აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადის ტექსტში შემავალი ინფორმაცია დარჩება კონფიდენციალური.

 

საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად მთელი წლის (2014 წ.) განმავლობაში. საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ (ფოსტით, ელ.ფოსტით, ფაქსით) შემდეგ მისამართზე:


სერგო ზაქარიაძის ქ. #8, მე-4 სადარბაზო,1 სართული, ბინა #74, 0177 თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი: +995 322 399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org