ავტორები

თეონა ბექიშვილი - ლიტერატორი, პედაგოგი, მკვლევარი.

დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა კავშირში. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ვიყავი, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თავიდან არ იყო ადვილი, განვითარების მაგივრად უკან-უკან მივდიოდით, უპერსპექტივობისა და დაბნეულობისგან ვქმნიდით ოჯახებს, ვმრავლდებოდით. მერე ნელ-ნელა რაღაცები დალაგდა და ჩვენც განვითარება დავიწყეთ. მივხვდი, ბევრი რამე არ იყო ნორმალური, განსაკუთრებით გენდერული როლები. მოგვიანებით დავინახე, რომ შეიძლება ნაკლებად, მაგრამ ძალთა ეს გადანაწილება მარტო ქალებს კი არა, კაცებსაც ჩაგრავდა.

ახლა ვიბრძვი, როგორც შემიძლია, რადგან ლიტერატორი და პედაგოგი ვარ, ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ პატრიარქატის პირობებში დაწერილმა მხატვრულმა სიტყვამ (ხანდახან გენიალურმაც ) უფრო მეტად არ გაამყაროს არსებული სტერეოტიპები. ამიტომ მგონია, სწავლებისას, რაც შეიძლება ხშირად უნდა შევახსენოთ კონტექსტი, რათა ახლგაზრდა მკითხველებმა პირდაპირ არ გადმოიტანონ თავიანთ ცხოვრებაში დღეისათვის მოძველებული მოდელები. „ფემინსტრიმისთვის“ ჩაწერილი ჩემი პოდკასტებიც ამას ემსახურებოდა.

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი. მისი აქტივობა მიმართულია სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისაკენ. "ფემინსტრიმში" განხილული საკითხებიც ამ აქტივობის განხორციელების ნაწილია და ჩაგრული ჯგუფების რეპრეზენტაციას ისახავს მიზნად. პოდკასტების თემები განსხვავებულია, თუმცა ყოველი მათგანის ფოკუსი ფემინიზმი და ვეგანობაა.

ნათია გვიანიშვილი - ქართველი ფემინისტი და ლგბტ აქტივისტი.
2009 წელს შეუერთდა „ქალთა ინიციატივების მხადამჭერ ჯგუფს“ როგორც მოხალისე და კონტრიბუტორი, 2010 წელს კი მუშაობდა ორგანიზაციაში ''იდენტობა''. 2011 წელს სხვა ფემინისტ აქტივისტებთან ერთად დაარსა „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“. 2012 წელს გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი). 2013 -2017 წლებში მუშაობდა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“, ხოლო 2015 წლის დასაწყისში დაინიშნა ამავე ორგანიზაციის დირექტორად.

ნათია გვიანიშვილი „ფემინსტრიმისთვის“ ამზადებდა პოდკასტების სერიას ფემინისტურ ლიტერატურაზე. ის ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს და შვედურ ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ში მუშაობს.

თამთა თათარაშვილი - გენდერის მკვლევარი. 2009-2014 წლებში მუშაობდა “ფონდში ტასო” (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი) სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებისა და მობილიზებისკენ მიმართულ პროექტებზე.

2010 წელს იყო ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სტიპენდიანტი, ამ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ქართულ კინოში ქალთა რეპრეზენტაციის საკითხს. ამ დროიდან მოყოლებული, დღემდე თანამშრომლობს ფონდთან გენდერული დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში.

2017 წლიდან ბიოლის ფონდის მხარდაჭერით იკვლევს დედობის ინსტიტუტის ფემინისტური კრიტიკის საკითხს. არის ბლოგისა და პუბლიკაციის - “ფემინისტი დედის დღიურები” ავტორი.

ესმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტია. მისი ამჟამინდელი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კვლევით საქმიანობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. ასევე, არის ლექტორი, "ქალთა ფონდი საქართველოში"-ს SRHR ადვოკატების არაფორმალური ჯგუფის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის" თანადამფუძნებელი.

ხელოვნებათმცოდნე,  ჟურნალისტი. ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი და მიწვეული პროფესორი.

სოფო კილასონიას პოდკასტების თემაა ფემინისტური ხელოვნება- ფემნიზმი იმაზე მეტია, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პროცესი კონკრეტულ დროსა და სივრცეში. ფემინისტურმა მოძრაობამ და თეორიებმა უკეთესობისკენ შეცვალა მეოცე საუკუნე და შესაბამისად, ჩამოაყალიბა თანამედროვე დასავლური საზოგადოება. ამ პროცესს კი საუკეთესოდ აღწერს ხელოვნება, რომელიც გავნითარების და ცვლილების ყველა მნიშნელოვან იდეას ინახავს. ფემინისტური ხელოვნების შესახებ საუბარი დაგვანახებს, რომ ფემინისტურმა იდეებმა კულტურა და საზოგადოება გახადა  უფრო სამართლიანი, მგრძნობიარე, ძლიერი და მეტად ჰუმანური.

 

თამარ კორკოტაშვილი კულტურის მენეჯმენტის მაგისტრია. 

მისი მხატვრული ტექსტები, 2016 წლიდან ქვეყნდება სხვადასხვა ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემებში (ფსევდონიმი: ჯუდი ლი): “ახალი საუნჯე”, demo.ge; litsol.ge; saturnlyric.de და სხვ. 2019 წლიდან არის მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის დასის წევრი.

ამჟამად მუშაობს პროექტზე: მშვიდობის ხელოვნება. პროექტი, სტატიების ციკლის შექმნის გზით, მიზნად ისახავს ომის გავლენების კვლევას შემოქმედი ადამიანების ცხოვრებასა თუ საქმიანობაზე; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციების წარმოჩენას; ახალგაზრდა არტისტების აღმოჩენასა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობას.

მწერალი, გენდერის მკვლევარი. პოდკასტების თემატიკა ასახავს ისტორიის ფემინისტურ გადააზრებას საქართველოს კონტექსტში, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს გენდერის, როგორც ისტორიის ანალიტიკური კატეგორიის გამოყენებას და მის მისადაგებას სხვადასხვა ისტორიული კონტექსტებისადმი. თამთა მელაშვილი ეხება ისეთ საკითხებს, რომელთა ფემინისტური დეკონსტრუქცია ნაკლებად, ან თითქმის არ მომხდარა საჯარო, თუ აკადემიურ სივრცეებში.

კულტურის მკვლევარი. პოდკასტებში საუბრობს ფემინისტურ ნარატივზე პოპულარულ მუსიკაში, იმაზე თუ როგორ იყენებენ არტისტები მუსიკას სხვადასხვა მნიშვნელოვნ თუ ტაბუდადებულ საკითხზე სასაუბროდ, რომელიც ხშირად ქალის სექსუალობას ეხება, როგორ იმკვიდრებენ თავს მამაკაცებით დომინირებულ სცენაზე.

 

თამარ მამულაშვილი ფემინისტი და ქვიარ აქტივისტია, პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევის ტექნიკოსი. 

2017-2021 წლის ჩათვლით მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აღიარებული სპეციალისტების სუპერვიზიით.

მისი ინტერესის სფერო ქალების მდგომარეობის შესწავლა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღქმა და გაანალიზებაა.

2013-2016 წლამდე თამარი ჩართული იყო სტუდენტურ გაერთიანებებში: თვითორგანიზების ქსელი, ქალთა მზერა. 

2021 წლიდან წერს ბლოგს პროექტისთვის - ქვიარ პერსპექტივა. 

ამჟამად სწავლობს და მუშაობს ბელგიაში.

 

მაია ნასრაშვილი ბავშვთა უფლებადამცველია. 2012 წლიდან ბავშვთა საკითხებზე მუშაობდა როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში. 

ამ პერიოდში ჩაერთო ფემინისტურ აქტივიზმშიც. სამომავლოდ, პროფესიულ დონეზე გენდერის კვლევასა და ამ მიმართულებით აკადემიური განათლების მიღებას გეგმავს.

მაიასთვის „ფემინისტრიმი“ პირველი შესაძლებლობა, საჯაროდ და მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი ღირებულებები და ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომლებიც დასაქმების ადგილზე ქალებს გააჩნიათ.

 

ნინუცა გენდერის მკვლევარი, მწერალი, რედაქტორი და მთარგმნელია. ამჟამად ის უტრეხტის უნივერსიტეტში მაგისტრატურას ამთავრებს და მუშაობს დისერტაციაზე რომელიც აერთიანებს ქართული ფილმის ანალიზს, თანამედროვე კულტურულ ფილოსოფიასა და სოციალური რეპროდუქციის თეორიას. მისი პოდკასტები ქალების ზრუნვის შრომას ეხება. 

გენდერის კვლევის მაგისტრი. ასწავლის თსუ-ში. ნუკრის პოდკასტები ეხება პოპ-კულტურაში სექსუალობის ანალიზს ფემინისტური პერსპექტივიდან.

 

ნინო ტურიაშვილი მუშაობს ევროკავშირის რეგიონალურ საკომუნიკაციო პროგრამაში EU NEIGHBOURS east და ხელმძღვანელობს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მოხალისეთა ქსელს საქართველოში.

სხვადასხვა დროს აქტიურად იყო ჩართული ისეთი აქტივისტური ჯგუფების საქმიანობაში, როგორიცაა „მწვანე მუშტი“ და „აუდიტორია 115“. გარდა ამისა, აქვს მოხალისედ მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ნინოს აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო  მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის კვლევებში.

თავს აიდენტიფიცირებ ფემინისტად და იზიარებს მწვანე ღირებულებებს.

 

მემარცხენე ფემინისტი აქტვისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესული ფორუმი“, YSG, იდენტობა და Youth to Georgia,  მონაწილეობდა კვლევაში „გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე“, ახალგაზრდულ ბანაკებში ატარებდა ტრენინგებს ფემინიზმსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ხელმძღვანელობდა ფემინისტების ჯგუფის შეხვედრასა და აქტივობების დაგეგმვას ქუთაისში. პოდკასტებში საუბრობს თუ რა გავლენას ახდენს პატრიარქალური კაპიტალიზმი ქალის ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებაზე.

ელენე ქაიხოსროშვილი - ადამიანის უფლებების იურისტი. არის სახალხო დამცველის კონსულტანტი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებში. ეწევა კვლევით საქმიანობას.

ზუგდიდიდან, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის“ ცენტრის წარმომადგენელი. მარი შარანგიას პოდკასტები რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, მათ  პრობლემებს და საჭიროებებს  ეხება.

ქალების  მოთხრობილ  ისტორიებში  კარგად არის ასახული მათი ბროძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ, ბრძოლა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის, ასევე ცნობიერების დონის ამაღლება  მათი უფლებების შესახებ.

ხელოვნებათმცოდნე. ხათუნა ხაბულიანის პოდკასტების სერია წარმოადგენს ფემინისტური თემების ინტერპრეტაციას ვიზუალურ ხელოვნებაში.  ქალთა კვლევების განვითარებამ დიდი გავლენა  მოახდინა  მეოცე საუკუნის სახელოვნებო სივრცეში, სადაც თავს ავლენს ისეთი თემების გააზრება და კრიტიკა, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, პატრიარქალური სისტემის მიერ შექმნილი საზღვრები, რომელში მოქცევასაც აიძულებდა ქალებს არსებული საზოგადოება და ადგილს არ უტოვებდა მათ შემოქმედებით ენერგიას გამოსასვლელად, ან ანონიმურად ტოვებდა.

პოდკასტებში საუბარია ქალის სხეულის ირგვლივ არსებულ მითებზე, რომელთაც ქალი ხელოვანები აპროტესტებენ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აქტიურდებიან,  საკუთარი ხედვებით შექმნილი ვიზუალური ფორმებით მონაწილეობენ საერთაშორისო არტ პორცესებში.a

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე, კვლევის ერთ-ერთი სფეროა გენდერული სტერეოტიპები და მოდიფიკაციები კინოში.

ფემინსტრიმის პოდკასტები შეეხება კინოში ქალის რეპრეზენტაციის საკითხებს, თუ როგორ პასუხობენ კლასიკური, ტრადიციული იმიჯები მასკულინურ კულტურაში  დამკვიდრებულ მიზოგინურ განწყობებს (კუდიანი ქალის, ვამპირის, ფემ-ფატალეს იერ-სახეები) და როგორ ცვლიან ქალი რეჟისორები ამ წარმოდგენებს, როგორ რეპრეზენტირებენ საკუთარ თავს/სქესს “საკუთარი ოთახის”, სხეულის, მზერის საშუალებით და როგორ გამოჰყვათ ქალი “წმინდა დედის” თუ “მაცდუნებელი მეძავის” დიხოტომიის ჩარჩოებიდან (შანტალ აკერმანი, კატრინ ბრია, ლანა ღოღობერიძე, ბოლო წლების ქართულ კინოში გამოკვეთილი ფემინისტური ტალღა).

კლიმატის ცვლილების პოლიტიკის მკვლევარი. GIZ-ის კლიმატის ცვლილების პროგრამის თანაშემწე.

პოდკასტები შეეხება კლიმატის ცვლილების გავლენას სხვადასხვა ჯგუფებზე, განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებზე. პოდკასტებში საუბარია რამდენიმე საკითხზე: კლიმატის ცვლილება და გენდერული თავისებურებები; კლიმატის ცვლილება და სოფლად მცხოვრები ქალების როლი და გამოწვევები (განვითარებად ქვეყნებში და საქართველოში);

ქალები კლიმატისთვის - ახალგაზრდა ქალების აქტივიზმი მსოფლიოში და საქართველოში; გადაწყვეტილების მიმღები ქალები კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში; 

თამარ ჯაყელი მწვანე ქვიარ ფემინისტი აქტივისტია. მან 2017 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი პენსილვანიაში, ლაფაიეტ კოლეჯში, საერთაშორისო ურთიერთობების და ფილოსოფიის განხრით, ამჟამად კი ემზადება შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასაწყებად. ბოლო წლებში, თამარი თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იყო "ახალგაზრდა მწვანეების" და "ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრი და სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქციის ორგანიზატორი.

საიტის ავტორია:   Neo Solvox