ქალთა ფონდი გრანტებს გასცემს ქალთა ორგანიზაციებზე, საინიციატივო ჯგუფებზე და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
ქალთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს, ქალთა და გოგონათა სხვადასხვა ჯგუფებს, რომ მათ შეძლონ თავიანთი გარემოს ტრანსფორმაცია.
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ფონდი - ღია საზოგადოება”.
ბოლო თარიღი:
23/12/2021
ბოლო თარიღი:
23/12/2021
ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 2500 დოლარს.
“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს გარე შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის შესარჩევად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “თანასწორი შრომა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” გრძელვადიანი შედეგის შესაფასებლად.

"ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მერვე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.
ქალთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრები და თანამშრომლები მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან, ჩვენი ფონდის თანა-დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა სალომე ჩაგელიშვილი.