“ქალთა ფონდი საქართველოში” ეძებს მკვლევარს და/ან მკვლევართა ჯგუფს პროექტის ოთხწლიანი შედეგის შესაფასებლად. პროექტი “სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განვითარების ახალი პერსპექტივები საქართველოში” 2020-2023 წლებს მოიცავს და ქალთა ფონდმა ის “სექსუალური განათლების შვედური ასოციაციის” (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ქალთა ფონდი უერთდება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, ნინო წილოსანის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ.
ქალთა ფონდი საქართველოში ეძებს ესქპერტს/ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ფონდთან ერთად იმუშავებს ხუთწლიანი სტრატეგიის დაგეგმვაზე.
2022 წელს ქალთა ფონდის დამაარსებელმა და დირექტორმა, ნანა ფანცულაიამ გადაწყვიტა თანამდებობა დაეტოვებინა და ის ახალი ადამიანისთვის გადაეცა. ფონდისთვის ეს ცვლილება ფემინისტური აქტია.
სანამ ქალთა და უფლებადაცვით ორგანიზაციებზე COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შეფასებას ვცდილობთ, ჩვენი საზოგადოებები სხვა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა - რუსეთის შეჭრა უკრაინაში, დამანგრეველი უკრაინელი ხალხისა და ეკონომიკისთვის, შეკისმომგვრელ ტალღებს უგზავნის რეგიონსა და მსოფლიოს.