თარიღი: 31/01/2022

ფემინისტური ლანდშაფტი - სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი ყველა ხმის ჩართულობით

 

  Ukrainian Women's Fund on Twitter: "'Global Perspectives for the Feminist  Movement and Women's Rights'. Strategic and timely discussion at the First  Feminist Capacity Building Forum. Thanks @tobiasthyberg @SwedeninUA for  participation and continuous 

უკრაინის, პოლონეთის, სომხეთისა და საქართველოს ქალთა ფონდებმა, გერმანული ქალთა ფონდ ფილიას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტი „ფემინისტური ლანდშაფტი - სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი ყველა ხმის ჩართულობით“ დაიწყეს. მისი მიზანია მარგინალიზებული ქალთა ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და ქალთა/ფემინისტურ მოძრაობებში აქტიურად ჩართვაში მხარდაჭერა.

ამ მიზნის მისაღწევად, ქალთა ფონდებმა უკვე გამოაცხადეს საგრანტო პროგრამები ადგილობრივი ჯგუფებისთვის. ქალთა ფონდმა საქართველოში 4 გრანტი გასცა, ლესბოსური წინააღმდეგობის გაძლიერებისთვის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შორის თაობათაშორისი დიალოგისთვის, შშმ ქალების ცნობიერების გაზრდისთვის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ქალების საჭიროებების კვლევისთვის.

პროექტის მიმდინარეობისას მოხდება სიტუაციის შეფასება და გამოვლინდება ის ძირითადი ბარიერები, რომელიც ორგანიზაციებს ზღუდავს აქტიურად იყვნენ ჩართულები ადამიანის უფლებების/ფემინისტურ მოძრაობებსა და აქტივიზმში. მონაწილეები ჩაერთვებიან ტრენინგებსა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვებინარებში, რაც გააღრმავებს მათ ცოდნას ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, გენდერული დისკრიმინაციის, ადვოკატირების კამპანიების, კომუნიკაციის და სხვა საკითხების შესახებ.

პროექტი დასრულდება მონაწილე მხარეების შეხვედრით უკრაინაში, სადაც ისინი ერთმანეთს პროექტის მიმდინარეობისას დაგროვილ გამოცდილებებს და საკუთარ პერსპექტივებს გაუზიარებენ.