ვაკანსიის დასახელება: ფემინისტური საკითხების ადვოკატირების ტრენერი
ორგანიზაცია: ქალთა ფონდი საქართველოში
პოზიციის დასახელება: ადვოკატირების ტრენერი
კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 2022 წლის აპრილი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი, 2022
“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს ტრენერის შესარჩევად.
ტრენინგის სათაური: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფემინისტური ადვოკატირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფემინისტური საკითხების ცოდნა და მგრძნობელობა
ფემინისტური საკითხების ადვოკატირების გამოცდილება
ფასილიტაციის უნარები
ინტერსექციური მიდგომის გამოყენება
ტრენინგის ხანგრძლივობა: 3-5 დღე
სამიზნე ჯგუფი: ფემინისტი, ტრანს და ქვიარ აქტივისტები, გარემოს დაცვითი საკითხების ადვოკატები, შშმ პირთა საკითხების და სამოქალაქო აქტივისტები
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვივგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, დღის წესრიგისა და თემების მოკლე მონახაზი/კონცეფცია ელექტრონულ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org. გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ მოთხოვნილი ანაზღაურებაც.
განვიხილავთ ასევე, ტრენერთა წყვილის/ჯგუფის შემოთავაზებას.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 მარტი, 2022
ტრენინგი ტარდება პროექტის “ინტერსექციული ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, რომელიც “ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ქალთა/ფემინისტური/ქვიარ ორგანიზაციების/ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა და მათი აღჭურვა საჭირო რესურსებით ქალთა და ტრანს ადამიანების უფლებების ადვოკატირებისათვის, კერძოდ კი, მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა მათი უფლებების დარღვევის, მჩაგვრელი სოციალური ნორმების, გამოწვევების და სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პროექტით მოსარგებლეები იქნებიან ფემინისტური და ქვიარ მოძრაობის აქტივისტები, ქალთა ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, ქალთა უფლებების დამცველები, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.
აღნიშნული ჯგუფები შეიმუშავებენ/გაიუმჯობესებენ ინტერსექციულ ხედვას, აღიჭურვებიან ადვოკატირების უნარებითა და ცოდნით, ნათლად ჩამოაყალიბებენ ადვოკატირების ამოცანებს და აქტიურად წარმართავენ მუშაობას იმ პრობლემების მოგვარების მიმართულებით, რომლებიც ხელს უშლიან და ბარიერებს უქმნიან მათ სრულფასოვან მონაწილეობას სოციო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოძრაობათა შორის კოოპერაცია და ალიანსების შექმნა ერთობლივი ადვოკატირებისთვის ხელს შეუწყობს ფემინისტური პერპექტივის შემოტანას ეროვნულ დონეზე და სტრატეგიულად გააძლიერებს ყველაზე მეტად მარგინალიზებულ ჯგუფებს.