თარიღი: 06/06/2023

Terms of Reference (ToR) - ქალთა ფონდის საქართველოში ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება (2024-2028)

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წელს დაარსდა და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელებისთვის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის. ქალთა ფონდი გრანტებს გასცემს ქალთა ორგანიზაციებზე, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.  

ამჟამად, ქალთა ფონდი საქართველოში ეძებს ესქპერტს/ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ფონდთან ერთად იმუშავებს ხუთწლიანი სტრატეგიის დაგეგმვაზე. სტრატეგიული გეგმის შემუშავება უნდა გულისხმობდეს: 

  • ორგანიზაციის მიერ გაწეული სამუშაოს ანალიზს, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით; 

  • კონსულტაციებს დაკავშირებულ მხარეებთან; 

  • კონტექსტის ანალიზს, რომელიც მოიცავს არსებული გამოწვევების და საჭირო ქმედებების იდენტიფიცირებას; 

  • ძირითადი მიმართულებების და სტრატეგიული სამოქმედო გეგმის განსაზღვრას; 

  • საჭიროებისამებრ, გასვლით შეხვედრებში მონაწილეობასა და ფონდის თანამშრომლებთან ერთად ხედვის განხილვას; 

  • ორგანიზაციასთან თანმიმდევრულ მუშაობას და იმგვარი სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის საერთო სამომავლო ტრაექტორიის განსაზღვრას და სიცხადის მიღწევას; 

  • ოპერაციული გეგმის შემუშავებას, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეასრულებს ორგანიზაცია თავის სტრატეგიას (მიდგომები, სტრუქტურა, შესაძლებლობები) და აზუსტებს როლებისა და პასუხისმგებლობების ორგანიზაციულ დაყოფას. 

 

ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, გამოცდილებები და უნარები

შერჩეული ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 

  • ქვიარ ფემინისტური საკითხების შესახებ ცოდნა და მგრძნობელობა; 

  • ფასილიტაციის უნარები; 

  • ინტერსექციური მიდგომის გამოყენება; 

  • სტრატეგიის შემუშავების/პროცესის ფასილიტაციის გამოცდილება; 

  • არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობასთან, მათ შორის, სამოქმედო გეგმის, ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარება/გადახედვასთან დაკავშირებული გამოცდილება; 

  • საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის შესახებ სათანადო ცოდნა; 

  • ქალთა ფონდის ძირითადი სამუშაო მიმართულებების შესახებ ცოდნა (სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ქალთა შრომითი უფლებები, დალხენის პრაქტიკები, ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება და ა.შ.); 

  • პროგრამების დიზაინისა და მეთოდოლოგიის შემუშავების გამოცდილება; 

  • დონორებთან ურთიერთობის გამოცდილება; 

 

განაცხადების მიღება 

წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს: 

  • წერილს (Expression of interest), რომელიც მიუთითებს შესასრულებელი სამუშაოს გააზრებას და ასახავს შესაბამის უნარებსა და გამოცდილებებს; 

  • CV/რეზიუმე; 

  • მეთოდოლოგია/სამუშაო გეგმა;  

  • სამუშაოს შესრულების ვადები (timeline)1; 

  • ბიუჯეტი; 

  • ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) 

 

დროითი ჩარჩო 

დაინტერესებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამუშაო გეგმა/კონცეფცია ელექტრონულ ფოსტაზე info@womenfundgeorgia.org, არა უგვიანეს 21.06.2023-სა.  

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ “ქალთა ფონდის ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება”.  

 

კონტრაქტის პირობები:

საკონსულტაციო დღეები/საათები გადანაწილებული იქნება 6 თვეზე (2023 წლის 1 ივლისიდან).  

ბიუჯეტი: 3000 EUR 

განვიხილავთ ექსპერტთა წყვილის/ჯგუფის შემოთავაზებას.