უნარების გაძლიერება

ქალთა ფონდი საქართველოში ცდილობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტივიტებს შეუქმნას შესაძლებლობა განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციულილიდერული თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ატარებს ტრენინგებს  გენდერული ცნობიერების ამაღლების და საზოგადოებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს აუცილებელი ცოდნისა და რესურსების მიწოდებას ქალებისათვის, რასაც ისინი შემდგომში სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენებენ.



ჩატარებული ტრენინგები და ვორქშოფები:

  • ლობირება და ადვოკატირება ქალთა უფლებებისათვის
  • ქალთა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა და უფლებები
  • ინტეგრირებული უსაფრთხოება
  • ციფრული უსაფრთხოება
  • გენდერი და ქალთა უფლებები
  • სამოქალაქო აქტივიზმი
  • ორგანიზაციული განვითარება
  • ფანდრაიზინგის საფუძვლები
  • როგორ ვიმუშაოთ და ვიყოთ წარმატებულნი
  • როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი

სიახლეები

img
24 აპრილი, 2013

ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა 2010 - 2012

3 წლიანი პროგრამა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში” წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცვა: შიდა ქართლის 19 სოფელი და დევნილთა 4 დასახლება; კახეთის 10 სოფელი; იმერეთის 8 სოფელი; რაჭის 7 სოფელი. ყველა დაგეგმილი საქმიანობა განხორციელდა განაზღვრულ ვადებში დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.

img
3 აგვისტო, 2012

საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა - 2011

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მიერ სლოვაკურ ასოციაციასთან ადამიანები საფრთხეში თანამშრომლობით და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში (თებერვალი 2010 – ივლისი 2011) შავშვების, წეროვანისა და გარდაბნის დასახლებებში და მასში მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა. პროექტი ფოკუსირებული იყო დევნილთა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, დევნილთა სამოქალაქო ჩართულობისა და მათი სოციალური კაპიტალის გაზრდაზე.

img
3 აგვისტო, 2012

ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა - 2011

ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ახორციელებს პროექტს ”ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი 3 წლიანია და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონს: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა.

img
21 დეკემბერი, 2011

დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა - 2010

პროექტი “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან “ადამიანები საფრთხეში” თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში – წეროვანსა და შავშვებში – და ერთ ურბანულ თემში – გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობაზე, და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.

img
1 დეკემბერი, 2010

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა - 2010

პროგრამა - ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ისეთ მოწყვლად, ღარიბ და ძნელად მისადგომ რეგიონებში, როგორიცაა შიდა ქართლის პოსტ-კონფლიქტური ზონა, ჩრდილო კახეთი, ზემო იმერეთი და რაჭა. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით მათივე ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალებს მეტ გამბედაობასა და შინაგან ძალას მისცემს ნაყოფიერ შრომაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.