ღია პროგრამა

გოგონების ხმები

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „გოგონების ხმები", რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანული ქალთა ფონდი ფილია - filia die frauenstiftung. 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალებისა და გოგონების გააქტიურებას, მათ გაძლიერებასადა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, მათი პოტენციალის გაზრდას ლიდერობის, დიალოგისა და არაძალადობრივი კულტურის განვითარების გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთაც მართავენ ახალგაზრდა ქალები და გოგონები, რომელთა საქმიანობის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, გენდერული სამართლიანობის მხარდაჭერა,ახალგაზრდა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალადობისგან თავისუფალი სივრცის შექმნა და სხვ.

საგრანტო პროგრამის მიზნობრივ ჯგუფად მოიაზრებიან ახალგაზრდა ქალები და გოგონები (14-დან 24 წლამდე).
   
 საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.
 
პრიორიტეტი მიენიჭებათ:

ახალგაზრდა ქალთა და გოგონათა თვითორგანიზებულჯგუფებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილებიდან, ასევე სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემებიდან.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 2 500 ევროს, ხოლო პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 3-დან 6 თვემდე.

 

ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 1 ივნისიდან 17 ივნისამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს  15:00 -17:00 სთ.



 
განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ , ან რუსულ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2017 წლის ივნისის ბოლოს.

 

გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ფორმა

 

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:
 
სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,
მე-4 სადარბაზო, I სართული,
ბინა# 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: [email protected]  
 
გისურვებთ წარმატებებს!

20 / 07 / 2017

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

2500 EUR

თანხის მაქსიმუმი

3-6 თვე

პროექტის ხანგრძლივობა

15:00 - 17:00

კონსულტაციის დღეები
სამშაბათი - პარასკევი